არმატურის იმპორტის დაბეგვრის ვადა გახანგრძლივდა. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, 1 ტონაზე 420 ლარის ოდენობის ტარიფი 2026 წლის 1 მარტამდე იმოქმედებს.
საგულისხმოა, რომ არმატურის იმპორტის დაბეგვრა 25 იანვრიდან დაიწყო და თავდაპირველად, ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო, თუმცა 27 აგვისტოს გამოიცა დადგენილება, რომელმაც ეს ვადა გაახანგრძლივა.
წელს საქართველოში ნახშირბადიანი ფოლადის წნელების, იგივე არმატურის შემოტანა შემცირდა. საქსტატის 8 თვის სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში 100 მილიონ 322 ათასი დოლარის ღირებულების 178 596 ტონა არმატურა შემოვიდა, მაშინ როდესაც გასული წლის ამავე პერიოდში იმპორტის ღირებულება $112 მლნ, მოცულობა კი 193.9 ათას ტონამდე იყო. ანუ იმპორტი მცირედით – 10.4%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ იანვარ-ივლისში არმატურის იმპორტი წლიურ ჭრილში გაზრდილი იყო, თუმცა 8 თვეში ჯამურად შემცირებულია, რაც მიმდინარე წლის აგვისტოში შესყიდვების შემცირებით და გასულ წელს აგვისტოში იმპორტი დიდი მაჩვენებლით არის განპირობებული.
tia.ge
