არმაზ ახვლედიანი – წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ – მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის გაანადგუროს

წინასაარჩევნოდ მძიმე გარემოა შექმნილი და პარლამენტის თავმჯდომარის, ს დღევანდელმა გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ , – ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში.
როგორც ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის, ის გაანადგუროს.
„პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსვლა დაიწყო ოპოზიციაზე უარყოფითი კონტექსტით საუბრის და გამოსვლის ბლოს თქვა, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთო. ეს აჩვენებს იმას, თუ სინამდვილეში რა განწყობა აქვს „ქართულ ოცნებას“. ნამდვილად, მძიმე გარემოა შექმნილი წინასაარჩევნოდ და პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელმა გამოსვლამ ეს განწყობა ვერ გააუმჯობესა, საპირისპირო კი მივიღეთ.
დღევანდელ მმართველ ძალას ოპოზიცია არაფრად მიაჩნია და მზად არის ის გაანადგუროს. მე ვეკითხები „ქართულ ოცნებას“ – რას უპირებენ ქართველ ხალხს, რომელსაც კონსტიტუციური უფლება აქვს, რომ სამართლიანი ს გზით იმართებოდეს ქვეყანა. ეს არის ყველაზე საკვანძო თემა და შეკითხვა. რას ამბობს პაპუაშვილი და რა სიტყვებით შეამკობს თავის გამოსვლას, მისი აზრით, როგორ გააცამტვერებს ოპოზიციას ეს ერთია, რა ჭირს ოპოზიციას, ცუდი თუ კარგი, ეს მეორე საკითხია“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე განმარტებით, წინასაარჩევნოდ უნდა არსებობდეს ნდობა იმის მიმართ, ვინც დღეს მმართველია, შემდეგ ინსტიტუციის მიმართ, რომელიც არჩევნებს ატარებს და, შესაბამისად, გაჩნდებოდა ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ.
„ეს ციკლი მთლიანად მორღვეულია, რადგან „ქართული ოცნება“ არცერთ ეტაპზე ნდობას არ იმსახურებს. -ს მსგავსად ყველა სხვა საკითხებს ისე აგვარებს, როგორც ეს მის პარტიულ ინტერესშია და არა საქართველოს ევროპული პერსპექტივის ინტერესში“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარკო მიხელსონი – რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, აწყობს დივერსიებს, პოლიტიკურად კონტროლს აწესებს საქართველოზე – არ დადგა დრო, ეს ფაშისტური რეჟიმი ანგარიშვალდებული გავხადოთ?