არმაზ ახვლედიანი – როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია – უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება!

როგორც გავიგეთ, პარლამენტის ცალკეული სივრცეები დასალაგებელია – უნდა გითხრათ, რომ ის, რაც პარლამენტში ხდება, დალაგებას აღარ ექვემდებარება! – ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა გააკეთა.
ახვლედიანის შეფასებით, “რა ხანია პარლამენტის დერეფნებში “ქართული ოცნების“ პოლიტიკის სახით პუტინიზმის აჩრდილი დაიარება“.
„ამას დალაგება აღარ შველის – ამას გადალაგება უნდა! ამ ნაგავს გატანა უნდა! ჩვენ – ქართველი ხალხი და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ შემოდგომაზე ამას მოვახერხებთ. საქართველოში ბიძინიზმი დასრულდება“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ