არმაზ ახვლედიანი: მოსკოვში გადაწყვიტეს, რომ ივანიშვილის შემცვლელი უნდა იყოს

არმაზ ახვლედიანის შეფასებით, ს გარემოცვაში დაწყებული პროცესები მიუთითებს ძალაუფლების შიდა გადანაწილებაზე, სადაც  საკუთარ პოზიციას მმართველობის ახალი ცენტრალური ფიგურის როლში ამყარებს. მისი თქმით, გადაწყვეტილება კობახიძის გაძლიერებაზე მიღებულია არა მხოლოდ თბილისში, არამედ მოსკოვშიც.

ახვლედიანის აზრით, ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის მიმართ დაწყებული საქმეები კობახიძის ძალაუფლების დემონსტრირებაა.

მ გადაწყვიტა საბოლოოდ და რაც მთავარია, გადაწყვიტეს მოსკოვში, რომ ივანიშვილის შემცვლელი უნდა იყოს სწორედ . ეს ნიშნავს იმას, რომ კობახიძისთვის საკმარისი არ არის, რომ სუსის და -ს ხელმძღვანელები მისი კადრები არიან. მას სჭირდება ახლა დემონსტრირება საყოველთაოდ მისი ძალაუფლების, მისი ძლიერების და იმის, რომ მას შეუძლია, თვით ყოფილ პრემიერ ღარიბაშვილსაც კი შეეხოს. ღრაიბაშვილზე უფრო მნიშვნელოვან ფიგურებსაც შეეხება. ივანიშვილი ახლა, ჩემი დაკვირვებით, ბოლომდე სიტუაციას ვერ აკონტროლებს სწორედ იმიტომ, რომ დღის წესრიგში, ჩემი აზრით, არის, არა მალე, მაგრამ გაკრვეულ დროში, მისი სრულად ჩანაცვება კობახიძით, – ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დღეს დილიდან ჩხრეკა ჩატარდა საქართველოს ექს-პრემიერის, , სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის და ყოფილი პროკურორის ოთარ  ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლებში.

როგორც მთავარმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, დოკუმენტაცია და დიდი ფული.

მისივე თქმით, ძალოვენები  იმყოფებოდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს  ექს-მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პირების სახლებშიც.