არმაზ ახვლედიანი – ვაშინგტონში არავინ აპირებს თავკერძა, რუსული ყაიდის ფეოდალთან „კოჭის გორებას“ – ელოდებათ გაცილებით უარესი, ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია

ირაკლი ს, სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას უუქმებდნენ მოწვევას. სხვა ინფორმაციაც აქვს კობახიძეს, რა ელის მას და ივანიშვილს, შესაბამისად, ესეც შეიძლება გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ცოტა თითქოს ტონალობას უკლო გაეროს ტრიბუნიდან , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა არმაზ ახვლედიანმა პალიტრანიუსის გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” პრემიერ-მინისტრის -ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, გაეროში პრემიერის გამოსვლა იყო „სრული ფიასკო“.
“სინამდვილეში ყველა კარგად ვხვდებით, რომ ირაკლი კობახიძის გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა იყო სრული ფიასკო. ის, რომ ასე ენის მოჩლექით ისაუბრა საქართველოსთვის მთავარ მტერზე, ოკუპანტზე, მსოფლიოს მთავარ აგრესორ რუსეთზე, ეს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის მხრიდან არის, ამ შემთხვევაში, ირიბად დასავლეთისგან გამიჯვნა, თუმცა გაეროს ტრიბუნა არ არის ის ადგილი, სადაც იზომება ხოლმე პრემიერების, პრეზიდენტების და მათი საქმეების ავ-კარგიანობა. შეერთებულ შტატებში იციან ზედმიწევნით კარგად, ვისთან და რასთან აქვთ საქმე ს სახით, რა მზაკვრობასთან აქვთ საქმე. რომ არა ეს გარემოება, ყველა კარგად ვხვდებით, რომ ასეთი უპრეცედენტო პროტოკოლურ-დიპლომატიური და სინამდვილეში პოლიტიკური ნაბიჯი ვაშინგტონის მხრიდან არავითარ შემთხვევაში არ გადაიდგმებოდა.
ს, სავარაუდოდ, უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მას უუქმებდნენ ამ მოწვევას. სხვა ინფორმაციაც აქვს კობახიძეს, რა ელის მას და ივანიშვილს, შესაბამისად, ესეც შეიძლება გამხდარიყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ მან ცოტა თითქოს ტონალობას უკლო გაეროს ტრიბუნიდან, მაგრამ ვეღარავის ვერ გადააფიქრებინებს ეს ვაი-მთავრობის პრემიერი აზრს იმიტომ, რომ აზრი დასავლეთში მის შესახებ და მისი პოლიტიკური პატრონის შესახებ ჩამოყალიბებულია – ეს არის პრორუსული, ავტორიტარული, პოლიციური რეჟიმი საქართველოში, რომელიც ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს უნდა ჩამოიშოროს. დასავლეთი ამ განწყობის მხარდამჭერია”, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისივე აზრით, „ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რომ მის მზარდ ავტორიტარულ მმართველობას არაფერი ეშველება, ვერასდროს იპოვის მოკავშირედ დასავლეთს და ერთადერთი, ვის ორბიტასაც შეიძლება თავი შეაფაროს, ეს არის კრემლი და “.
„ის, ერთის მხრივ, დასავლეთის ასეთი გამძაფრებული ლანძღვითა და დაპირისპირებით იმზადებს ნიადაგს, რომ არჩევნებში წარმოუდგენელი გაყალბების, მანიპულაციების შემდეგ აღარ ცნოს დასავლეთის არც ერთი დასკვნა და უბრალოდ განაცხადოს, რომ ეს მას არ აინტერესებს იმიტომ, რომ აპრიორი თავშივე დასავლეთი, ინსტიტუციები, სახელმწიფოები, მთავრობები იყვნენ სუბიექტური მისი მთავრობის მიმართ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ეძებს დასაყრდენს, ეძებს მხარდამჭერს და ასეთი მხარდამჭერების რაოდენობა მსოფლიოში, ცხადია, თითზე ჩამოსათვლელია და ამ სიის თავში არის კრემლი, რუსეთი, პუტინი“, – აღნიშნა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
რაც შეეხება იმას, რომ ირაკლი კობახიძემ გაეროში სიტყვით გამოსვლისას ოკუპაციაზე ისე ისაუბრა, რომ სიტყვა „რუსეთი“ არ უხსენებია, ახვლედიანმა „ღალატი“ უწოდა მოსკოვთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას.
„ვფიქრობ, ძალიან მარტივია რუსეთისადმი ეს დითირამბები და სინამდვილეში ამ დითირამბებზე გაცილებით უფრო მძიმე რამ ხდება – ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი და უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილს აღარ რჩება არც ერთი სხვა გზა ძალაუფლების შენარჩუნებისა, ნაქურდლის შენარჩუნებისა, მართვის ამ გზით და უარესი მეთოდებით, თუ რა თქმა უნდა, ჩვენ ამას დაუშვებ და გავატანინებთ. მინდა ვუთხრა საზოგადოებას, ვისთვისაც რაღაც ჯერ კიდევ არის გაუგებარი – ივანიშვილმა გადაწყვიტა მართოს და გვმართოს რუსული მეთოდებით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ამის გამო დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის.
აშშ-ის პოლიტიკა ყველა მეტ-ნაკლებად მეგობრული პარტნიორი სახელმწიფოს მიმართ არის ჩამოყალიბებული, ტრადიციული. შეერთებული შტატები ცდილობს, რომ არ გაამწვავოს ურთიერთობა, თუ მეორე მხარე უკიდურესად არ ამწვავებს ამ ურთიერთობას. ის, რასაც ახლა სჩადის ივანიშვილის პოლიციური რეჟიმი ვაშინგტონის მიმართ, არის საქართველოს თანამედროვე ისტორიისთვის უპრეცედენტო. პოსტ-საბჭოთა სივრცეს თუ გადავხედავთ, იქაც მსგავსი არაფერი გვახსენდება. პუტინისა და ლუკაშენკოს შემთხვევაშიც კი ამ სცენარით არ ვითარდებოდა პროცესი.
ივანიშვილს ისე გაუჭირდა და ისეთი ამოცანები დაუსახა მას კრემლმა, რომ იძულებული გახდა, საკუთარი თავისთვის ძალიან საზიანო ნაბიჯები გადაედგა. სხვა გზა არც დარჩა დასავლეთთან უკიდურესი დაპირისპირების გარდა.
ელჩის დაბარებით ივანიშვილმა კობახიძის პირით უთხრა ვაშინგტონს, რომ ის მზად არის, პრინციპულად გადახედოს ურთიერთობებს, წარმოიდგინეთ, ვის ემუქრება და რა პირობებში ემუქრება, ვინ აზიანებს ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს და როგორ ტოვებს საქართველოს დაუცველს, გარანტიების გარეშე, ამიტომ, შეერთებულმა შტატებმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო და ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ივანიშვილმა ნაწილობრივ იცის კიდეც, როგორც ჩანს, და კობახიძე ჩამოიტანს ამ ამბავს ვაშინგტონიდან მასთან, რომ ელოდებათ გაცილებით უარესი. ბაიდენთან მოწვევის გაუქმება დაავიწყდებათ, იმდენად მძიმე იქნება რეაქცია ვაშინგტონიდან და ასევე ბრიუსელიდან. ვაშინგტონში არავინ აპირებს ამ თავკერძა, რუსული ყაიდის ფეოდალთან კოჭის გორებას”, – განაცხადა ახვლედიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ