არმაზ ახვლედიანი – დასავლეთი აკვირდება ივანიშვილის მორიგ პოლიტიკურ „ტრიუკს“, ვვარაუდობ, უახლოესი 2-3 თვე სავსებით საკმარისი იქნება საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, არმაზ ახვლედიანს ესაუბრა.
– ბატონო არმაზ, 10 დღეა ქვეყანა 2024 წლის კალენდრით ცხოვრობს, მაგრამ აქტუალურ განხილვად თემად რჩება გასული წლის ბოლოს წინა დღეს ს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება.
ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას მრავალი ასპექტი აქვს, მაგრამ, მოდით, მომხდარის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ.
თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის „მესამედ დაბრუნება“?
2024 წლის არჩევნების დამაჯერებლად მოგების გარდა, რა საშინაო განზომილება შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა?
– 12 წელი სრულდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან და რაც არ უნდა სავალალო იყოს, ახლაც ჩვენ გვიწევს საუბარი იმაზე, რომ საქართველო ჯერაც ვერ შედგა ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ. ამ ფონზე ივანიშვილის დაბრუნება ვერც ვერაფერს ცვლის რეალურად სასიკეთოდ, მაგრამ, ცხადზე ცხადია, რომ მის გამოჩენას პოლიტიკურ სარბიელზე, ჩრდილიდან გამოსვლას, აქვს კონკრეტული მიზანი.
რას ემსახურება მისი დაბრუნება? იმას, რომ 2024 წლის არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, თუ მაინც იმას, რასაც აქამდე ასე ვერაგულად აკეთებს „ქართული ოცნება“, როცა ყოველ ჯერზე გაყალბებული არჩევნებით, ძალადობით, მოსყიდვით, უკონტროლო ფულის ნაკადითა და ხისტი ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებით ინარჩუნებს ხელისუფლებას. განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე არჩევნები მაქვს მხედველობაში.
რა არის ივანიშვილის ამოცანა? ამ კითხვას რომ პასუხი გავცეთ, უნდა ვუპასუხოთ რამდენიმე სხვა, უფრო არსებით კითხვას.
რა სურს დღეს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას? რას ელიან ჩვენგან დასავლელი პარტნიორები? და მესამე და ალბათ საკვანძო კითხვა-რა არის დღეს საქართველო უმთავრესი სახელმწიფო პრიორიტეტი? აქედან გამომდინარე ვიტყოდი – მთავარია გავერკვეთ, რამდენად თანხვედრაშია ივანიშვილის პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენა და მისი გუნდის „ქართული ოცნების“ პოზიციონირება ახლა და მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ზემოთ აღნიშნულ ყველაზე არსებით საკითხებთან.
ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შევძლებდით გარკვეული სიცხადის შეტანას იმ ბუნდოვანებაში, რომელიც, შესაძლოა ახლავს პოლიტიკურ სარბიელზე ივანიშვილის უკვე მესამედ გაელვებას.
დარწმუნებული ვარ, ივანიშვილის გეგმა სულაც არაა 2024 წლის არჩევნების ნორმალურად ჩატარებისთვის ხელისშეწყობა. ეს რომ ასე იყოს, ის ნამდვილად არ დაბრუნდებოდა. იმიტომ, რომ მას აქამდეც ჰქონდა ყველა რესურსი იმისთვის, რომ გავლენა მოეხდინა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მენეჯერებზე. საკმარისი იქნებოდა უბრალოდ მისი ნება, რომ გუნდს სათანადოდ შეეცვალა პრიორიტეტები.
როგორც ჩანს, ის ხედავს უფრო მეტს და ხედავს უპირველესად გაზრდილ საფრთხეებს თავისი თავისთვის. ცხადია, ამ საფრთხეების გარანტირებულად განეიტრალებისთვის მას აღარ ყოფნის ჩრდილოვანი მმართველის სტატუსი და ირგებს მართალია კვლავაც არაკონსტიტუციურ, თუმცა თვითაღიარებული მეფე-ავტოკრატის მანტიას
ჩემთვის უდავოა, რომ „ოცნების“ სრული პოლიტიკური სპექტრი, მიუხედავად იმისა, იქ რა განშტოებებია, მის უსიტყვო მორჩილებაშია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მას სულაც არ სიამოვნებს საჯარო პოლიტიკა. მაშინ რატომ „დაბრუნდა“ ივანიშვილი?
როგორც ჩანს, ის ხედავს უფრო მეტს და ხედავს უპირველესად გაზრდილ საფრთხეებს თავისი თავისთვის. ცხადია, ამ საფრთხეების გარანტირებულად განეიტრალებისთვის მას აღარ ყოფნის ჩრდილოვანი მმართველის სტატუსი და ირგებს მართალია კვლავაც არაკონსტიტუციურ, თუმცა თვითაღიარებული მეფე-ავტოკრატის მანტიას.
ივანიშვილი თამაშობს სულ სხვა თამაშს და მისი ამოცანა არის ერთადერთი – ერთი მხრივ მიიღოს მყარი გარანტიები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ ის პირადად გადაურჩეს დასანქცირებას, მეორე მხრივ ის აფრთხილებს ყველას შინ და გარეთ, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანია, აკონტროლებს სიტუაციას და არავითარ შემთხვევაში არ მიტაცებულ ძალაუფლებასა და კლანურ გავლენებს
მმართველობის ამ ფორმამ საქართველოში ვერც ერთ ჯერზე ვერ გაამართლა. ვერც ივანიშვილის მმართველობის დროს და ვერც წინა მმართველობის დროს.
საბოლოო ჯამში შემიძლია გითხრათ, რომ ივანიშვილი თამაშობს სულ სხვა თამაშს და მისი ამოცანა არის ერთადერთი – ერთი მხრივ მიიღოს მყარი გარანტიები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, რომ ის პირადად გადაურჩეს დასანქცირებას, მეორე მხრივ ის აფრთხილებს ყველას შინ და გარეთ, რომ ის კვლავ სიცოცხლისუნარიანია, აკონტროლებს სიტუაციას და არავითარ შემთხვევაში არ მიტაცებულ ძალაუფლებასა და კლანურ გავლენებს.
– დამკვირვებელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებები, რომლითაც ივანიშვილი პარტიის არა მხოლოდ საპატიო პრეზიდენტი და მრჩეველია, არამედ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრიც, ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი მმართველ პარტიაში სერიოზული საკადრო ცვლილებებისთვის დაბრუნდა.
ივანიშვილის „ქართული ოცნების“ საპატიო პრეზიდენტობა, ნომინალური სულაც არ იქნება? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ივანიშვილმა მთავრობასა და მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები განახორციელოს?
– აქაც უნდა ითქვას, რომ ივანიშვილს აქამდეც ჰქონდა სრული რესურსი და ბერკეტი იმისათვის, რომ ნებისმიერი საკადრო ცვლილება, ნებისმიერი პრემიერის შეცვლა და მასთან ერთად სხვების შეცვლა საკმარისად მარტივად შეეძლო. ყველა მისგან დავალებულია და ვერავინ გაბედავს ურჩობას. ეს ჩემთვის ცხადზე ცხადია.
შესაბამისად, მისი სტატუსის ფორმალიზება, როგორც ჩანს, სხვა ამოცანას ისახავს მიზნად. ის ახლა, როგორც 9 წლის წინ, 2015-ში, ზუსტად იაზრებს, ამას ვამბობ ჩემი პირადი გამოცდილებით, რომ მართალია საჯაროდ ვალდებულია ისაუბროს იმაზე, რა არაჩვეულებრივია მისი გუნდი, მაგრამ, სინამდვილეში ზედმიწევნით იცის, რამდენად გაიხრწნა სისტემა და რა ზღვარგადასულ სახეს იღებს მის მიერ შერჩეული ვითომ ლიდერების ძალაუფლებისა და ქონებისადმი ლტოლვის ჟინი და მასშტაბი.
ახალი მანდატით აღჭურვილ ივანიშვილს ახლა მარტივად შეეძლება ჯერ „ყვითელი ბარათი“ აჩვენოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოედნიდან გააძევოს და შესაბამისადაც დასაჯოს ნებისმიერი, ვინც მის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს არ გაითვალისწინებს
ივანიშვილი ის მოთამაშეა ბიზნესში და პოლიტიკაში, რომელიც მაინცადა მაინც არავის აძლევს ამის უფლებას. ის კარგად ხვდება, რომ მასთან შეუთანხმებელი კორუფციული სქემები, უკონტროლობა და თავნებობა როგორც ჩანს შემაშფოთებელ სახეს იღებს.
აქ მისთვის საგანგაშო ისაა, რომ იკვეთება მინი-ოლიგარქობისა და მისი სცენიდან ადრე თუ გვიან გასვლის შემდეგ ტახტის ჩაგდების არაერთი პრეტენდენტი ღარიბაშვილის, კალაძისა და სხვათა ბოლოდროინდელი აქტიურობა ვერაფრით გამორჩებოდა ივანიშვილის მახვილ, მტაცებლურ, თვალს.
ახალი მანდატით აღჭურვილ ივანიშვილს ახლა მარტივად შეეძლება ჯერ „ყვითელი ბარათი“ აჩვენოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოედნიდან გააძევოს და შესაბამისადაც დასაჯოს ნებისმიერი, ვინც მის მიერ დაწესებულ თამაშის წესებს არ გაითვალისწინებს.
– თქვენს მსგავსად ბევრი მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სავარაუდოდ, იმას უკავშირდება, რომ ივანიშვილს მის მომავალთან და პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, „ცუდი მოლოდინები“ აქვს.
გასაგებია, რომ ახალი წლის პირველ დღეებში „დიდი პოლიტიკაც“ ისვენებს, მაგრამ, ვნახეთ, რომ ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას ჩვენი დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები არ გამოხმაურებიან.
დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ამ თემაზე პარტნიორებს რომ რეაქცია არ ჰქონიათ, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ ისინი მომხდარს პოზიტიურად შეხვდნენ, ვიდრე ნეგატიურად.
როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი რეაქცია, ფაქტი ისაა, რომ ახლა საქართველოს როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილზეა და არა მის სახელისუფლებო გუნდზე.
მომხდარზე ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან რეაქციის არ დაფიქსირება, რას შეიძლება ნიშნავდეს?
– ვფიქრობ, სავსებით კანონზომიერია რომ დასავლეთს ივანიშვილის მორიგ პოლიტიკურ ტრიუკზე ჯერ-ჯერობით არანაირი რეაქცია არ აქვს. ახლა დასავლეთი აკვირდება პროცესს და ვვარაუდობ, უახლოესი 2-3 თვე სავსებით საკმარისი იქნება, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად.
არავის ეგონოს, რომ დასავლეთს რამე გამოეპარება, მით უფრო დღეს, როცა ივანიშვილის შიდაპოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თამაშები პუტინის მზარდი აგრესიის ფონზე სულ უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის დასავლეთს ჩვენს რეგიონში.
ვფიქრობ, სავსებით კანონზომიერია რომ დასავლეთს ივანიშვილის მორიგ პოლიტიკურ ტრიუკზე ჯერ-ჯერობით არანაირი რეაქცია არ აქვს. ახლა დასავლეთი აკვირდება პროცესს და ვვარაუდობ, უახლოესი 2-3 თვე სავსებით საკმარისი იქნება, საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად
ამ მხრივ, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება და ჩვენი ხალხის ევრო ატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვა პუტინისთვის მიუღებელია და მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველიც. კრემლი აღარ აპირებს შეეგუოს ქართული პოლიტიკის იმგვარ გაორებებს, რაზეც ბოლო დრომდე თვალს ხუჭავდა.
როგორც ჩანს, დგება დრო, როცა კრემლი ეცდება ბოლომდე მოუჭიროს ყველა ხრახნი საქართველოს სახელმწიფოებრივ სხეულზე-ამისთვის კი მას იმ კალიბრის მოთამაშე და მასზე დამოკიდებული პირი სჭირდება, როგორიც ივანიშვილია.
ჩვენ, ცხადია, თეორიულად შეგვიძლია დავუშვათ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გამოიყენოს სრულიად საპირისპირო მიზნითაც.
ამგვარ დაშვებას მე ვაკეთებდი 2015-შიც, როდესაც ბატონი ივანიშვილმა მითხრა რომ ამ გუნდმა ამოწურა ყველანაირი რესურსი და ახლა უკვე დეგრადირების გზაზეა. ის მაშინ აცხადებდა, რომ დააკვირდებოდა პროცესს და უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში და თუ საჭირო იქნებოდა, დაბრუნდებოდა მართვას და ამ წარუმატებელი ხელქვეითებისგან გაათავისუფლებდა „ქართულ ოცნებას“.
არავის ეგონოს, რომ დასავლეთს რამე გამოეპარება, მით უფრო დღეს, როცა ივანიშვილის შიდაპოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური თამაშები პუტინის მზარდი აგრესიის ფონზე სულ უფრო და უფრო მეტ საფრთხეს უქმნის დასავლეთს ჩვენს რეგიონში
მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა თუმცა ხელისუფლების სრული დეგრადირების პროცესი არ ჩერდება. თუ ივანიშვილს გაუჩნდა მკრთალი სურვილი და პრაგმატული გათვლა,რომ ისეთ რელსებზე დატოვოს ქართული სახელმწიფო, რომელზეც მას მიეცემოდა ევროპისკენ სვლისა, რეალური დემოკრატიული პროცესისა და ადამიანზე ორიენტირებული მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა.
ეს თეორიული შანსი, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ, ჩემთვის ეს შანსი არის ნემსის ყულფზე უფრო მცირე ზომისა. წარსული გამოცდილება და ივანიშვილის „მობრუნებისთანავე“ გაკეთებული განცხადებები და „ქართული ოცნების“ რეალური პოლიტიკა, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.
მაგრამ, მე მაინც ვიტყოდი, _ დაველოდოთ პროცესებს ერთი ორი თვე და ყველაფერი საბოლოოდ გამოაშკარავდება.
– გასული წელი ისე დამთავრდა, რომ ხელისუფლებამ თქვა – ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა და პარლამენტში კომისიებში გაგრძელდება მუშაობა.
მას შემდეგ, რაც პარლამენტში პრაქტიკულად ყველა ოპოზიციურმა ძალამ თქვა, რომ ისინი მზად არიან ამ კომისიებში იმუშაონ, ამ თემაზე ხელისუფლების ერთ-ერთმა სახემ მ განაცხადა – „ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო ჯგუფები საჭიროების შემთხვევაში შეიქმნება და მასში ოპოზიციის მონაწილეობა შესაძლებელი იქნება“.
ახლა როცა ქვეყნის ევროპული გზის დასაჩქარებლად ასე მნიშვნელოვანია ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს დეპუტატ მიხეილ სარჯველაძის განცხადება?
– ერთი დიდი რეჟისორის გენიალური ფილმის სიუჟეტისა არ იყოს, დაწესებულებამ შენობა შეიცვალა, მაგრამ, „გრელანდია“ ისევ იქაა. საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი რის ვაი-ვაგლახით მიიღო, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, შინაარსი და ამ ხელისუფლების არადემოკრატიული ბუნება ოდნავადაც არ შეცვლილა.
გარწმუნებთ, სულ მცირე კრიტიკაა საჭირო დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ კვლავ აღზევდეს აგრესიული კამპანია დასავლელი ელჩებისა და პოლიტიკოსების მისამართით. სამწუხაროდ, ეს არც თუ ისე შორეული მომავლის საქმეა.
გარწმუნებთ, სულ მცირე კრიტიკაა საჭირო დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ კვლავ აღზევდეს აგრესიული კამპანია დასავლელი ელჩებისა და პოლიტიკოსების მისამართით. სამწუხაროდ, ეს არც თუ ისე შორეული მომავლის საქმეა დღეს ივანიშვილს და მის გუნდს, არა თუ გაუჩნდა ცვლილებების სურვილი, არამედ, მათი ამოცანა კვლავაც იგივეა – ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს გავლენები და ძალაუფლება. ევროპული სტატუსი გამოიყენოს ფარად და საზოგადოებისთვის სატყუარად და არჩევნებში დასავლეთთან სასპეკულაციოდ
რაც შეეხება იმას, რომ 9 მოთხოვნის შესასრულებლად „ქართულ ოცნება“ უკვე ორაზროვან განცხადებებს აკეთებს, და ფაქტობრივად აცხადებს, რომ მას ოპონენტების ჩართულობა არ სჭირდება, ეს პირდაპირ მიუთითებს ერთ რამეზე და უშუალოდ უკავშირდება ჩვენი საუბრის პირველ ნაწილს , თუ რატომ დაუბრუნდა პოლიტიკას ივანიშვილი.
„ქართულ ოცნებას“ რომ 9 მოთხოვნის შესრულება უნდოდეს, ივანიშვილს რომ ეს სურვილი რეალურად გააჩნდეს, მაშინ ჩვენ იანვრის ამ დღეებში დავინახავდით სულ სხვა განცხადებებს და ნაბიჯებს „დაბრუნებული“ ოლიგარქისა და მისი გუნდის მხრიდან.
ვხედავთ კი საპირისპიროს. რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი, თუნდაც მკრთალი მოლოდინი, ჩვენდა და ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, ვერ გამართლდება.
მაგრამ, ესაა მოცემულობა. ივანიშვილის „დაბრუნება“ მოცემულობაა, ახლა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციისადმი და ქართველი ხალხისადმი ზურგის შექცევა, რომელსაც სურს სტატუსთან ერთად მკაფიო და რეალური ნაბიჯები გადაიდგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე.
ივანიშვილისა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ დღეს ივანიშვილს და მის გუნდს, არა თუ გაუჩნდა ცვლილებების სურვილი, არამედ, მათი ამოცანა კვლავაც იგივეა – ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს გავლენები და ძალაუფლება. ევროპული სტატუსი გამოიყენოს ფარად და საზოგადოებისთვის სატყუარად და არჩევნებში დასავლეთთან სასპეკულაციოდ.
თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მოხერხდეს ოპოზიციის ქვეყნის რეფორმირებაში ჩართულობა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, ანუ პასუხისმგებლობის გადანაწილება ,მაშინ რატომ გვესმის კვლავაც ასეთი მკვახე განცხადებები „ოცნებიდან?!
– ივანიშვილის პოლიტიკაში „მესამედ დაბრუნება“ იმ თვალსაზრისითაც ვერ შეიტანს სერიოზულ კორექტივებს საშინაო პოლიტიკაში, რომ საჯარო სივრცეში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უმნიშვნელოვანეს თემებზე დიალოგი და პოლემიკა, რაც ასე აკლია პოლიტიკურ პროცესს, შედგეს?
– მე ყოველთვის მინდა მქონდეს იმედი, ეს ჩემი ხასიათია, მაგრამ, რეალობა და გამოცდილება და დღევანდელი მდგომარეობა ამის საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
თუ „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ მოხერხდეს ოპოზიციის ქვეყნის რეფორმირებაში ჩართულობა ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად, ანუ პასუხიმგებლობის გადანაწილება ,მაშინ რატომ გვესმის კვლავაც ასეთი მკვახე განცხადებები „ოცნებიდან?!
სწორედ იმიტომ, რომ არავინ არ ერიდება იმის დემონსტრირებას, რომ ეს 9 პუნქტი, ისევე როგორც წინა 12 რეკომენდაცია არ შესრულდება. „ქართული ოცნება“ კვლავაც აპირებს რომ ფონს გავიდეს ივანიშვილის ტრიუკებით. საქმე ისაა, რომ მათ ეს აქამდე გარკვეულ წილად გაუვიდათ.
დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება საბოლოო მიჯნა. ახლა სასწორზე სულ სხვა რამ დევს. ისეთი რამ, რაც აქამდე არ ყოფილა. სხვათა შორის, არც 2012 წლის არჩევნებზე მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა, მაგრამ, ასეთი დატვირთვის, ამ სიმწვავის არ ყოფილა
დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის არჩევნები იქნება საბოლოო მიჯნა. ახლა სასწორზე სულ სხვა რამ დევს. ისეთი რამ, რაც აქამდე არ ყოფილა. სხვათა შორის, არც 2012 წლის არჩევნებზე მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა, მაგრამ, ასეთი დატვირთვის, ამ სიმწვავის არ ყოფილა.
ივანიშვილისა და მისი ავანტიურისტული გუნდის ზრახვები გასათვალისწინებელია, თუმცა ახლა ქართველი ერისა და დემოკრატიული ოპოზიციის წინაშე სულ სხვა მასშტაბის, ეპოქალური მნიშვნელობის ამოცანა დგას: ბოლომდე იბრძოლოს 2024-ს არჩევნების ნორმალურად ჩატარების გზით საქართველოს ამ დანაშაულებრივი დაჯგუფებისგან გასათავისუფლებლად და ნამდვილი, სამართლებრივი, დემოკრატიული მმართველობის დასამკვიდრებლად!
მიმაჩნია რომ თუნდაც ოდნავ შელამაზებული, პოზიტიური ფორმით სტალინის, სტალინიზმისა და ბოლშევიზმის სიმახინჯეების წარმოჩენა, სირცხვილი და დანაშაულია
– სამების ტაძარში მატრონასა და სტალინის გამოსახულებით ხატის გამოჩენაზე რამდენიმე დღეა მსჯელობს საზოგადოება.
ამ თემაზე საპატრიარქოს განცხადებაც აშკარად ორაზროვანი გახლდათ. როგორც ჩანს, საპატრიარქოშიც კარგად იციან, რომ წმინდანად აღიარებულ მატრონას სტალინი არ შეხვედრია და ასე შემდეგ.
თუ ასეა, გაუგებარი, რატომ „იჩუქა“ საპატრიარქომ ხატი და სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს მომხდარი?
– არ მგონია, ახლა საინტერესო იყოს ის, შეხვდა თუ არა პირსისხლიანი ჯალათი სტალინი დიდ წმინდანს, მატრონა მოსკოველს.
საქმე ისაა, რომ სტალინი ჩვენი ქვეყნის და მთელი პოსტ სოციალისტური სივრცის მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მომსპობია, სასტიკი რეპრესიული მანქანის შემქმნელი.
ჩვენ დღესაც ვიმკით იმ პერიოდის გადმონაშთებს. სტალინის აჩრდილები თავს ხშირად დაგვტრიალებენ. ვფიქრობ, რომ აქ ბევრი სამსჯელო არაფერია.
მიმაჩნია რომ თუნდაც ოდნავ შელამაზებული, პოზიტიური ფორმით სტალინის, სტალინიზმისა და ბოლშევიზმის სიმახინჯეების წარმოჩენა, სირცხვილი და დანაშაულია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ