არმაზ ახვლედიანი – ბოლომდე უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! არასდროს მივცეთ ასპარეზი რეჟიმზე არანაკლებ დამნაშავე, ანგარებიან სატელიტებს!

ბოლომდე უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! არასდროს მივცეთ ასპარეზი რეჟიმზე არანაკლებ დამნაშავე, ანგარებიან სატელიტებს! – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.
ახვლედიანის განმარტებით, „მხოლოდ ასე შევქმნით ნორმალურ, დემოკრატიულ გარემოს“.
„ბოლო ათწლეულებში ქვეყნისთვის საბედისწერო, ყველაზე კრიტიკულ მომენტებში მოძალადე რეჟიმების გახანგრძლივების მაშველ რგოლებად ქცეული „ვაიპარტიების“, „ვაიპოლიტიკოსების“ და ყველა სხვა გაყიდული მედროვის სახელები სამარცხვინო ლაქად შემორჩება ისტორიას!
ბოლომდე უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! არასდროს მივცეთ ასპარეზი რეჟიმზე არანაკლებ დამნაშავე, ანგარებიან სატელიტებს!
ერთხელაც, მხოლოდ ასე შევქმნით ნორმალურ, დემოკრატიულ გარემოს და ჩამოვაყალიბებთ სამართლებრივ, ევროპულ სახელმწიფოს!“- აცხადებს ახვლედიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…