“არის სპეციალობების უზარმაზარი სია, სადაც არის ქრონიკული დეფიციტი, ამ დეფიციტის შევსების ერთადერთი წყარო არის ის, რომ უმაღლესი სასწავლებლები დროულად გადაეწყონ შრომის ბაზრის ახალ მოთხოვნებზე” – ლევან ვეფხვაძე

“დღეს არის სპეციალობების ჩამონათვალი, უზარმაზარი სია, სადაც არის ქრონიკული დეფიციტი – აქ ლაპარაკია უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ სპეციალობებზე. ამ ქრონიკული დეფიციტის შევსების ერთადერთი წყარო არის ის, რომ უმაღლესი სასწავლებლები დროულად გადაეწყონ შრომის ბაზრის ახალ მოთხოვნებზე და შესაბამისად, გამოუშვან ის კადრები, რომელიც ბიზნესს სჭირდება,” – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ პრემიერ-მინისტრ სა და ბიზნესმენებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
“მთავრობას აქვს სურვილი, გაცხადებული გეგმა, რომ პირველ რიგში, ბიზნესს ჰკითხოს რა დასჭირდება ხვალ და ზეგ იმასთან დაკავშირებით, ტექნოლოგიური განვითარებისა და ბიზნესის გაფართოების კუთხით რა სპეციალობები დასჭირდება და მერე, მომზადების ნაწილში, იყოს აქტიური ჩართულობა უმაღლეს სასწავლებლებთან, რომ ეს სპეციალობები და ეს კონკრეტული კურსდამთავრებულები პასუხობდნენ ამ მოთხოვნებს,” – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.