არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია

არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია
შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ, – განაცხადა კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.
მისივე თქმით, „თურმე, გარკვეული კანონების მიღება ამერიკასა და ევროპაში შეიძლება, თუმცა, საქართველოში – არა“.
„ჩატარდა , ვიღაცას მოეწონა შედეგები, ვიღაცას – არა და დავრბივართ ქუჩებში. პირველი დღე, მეორე დღე, მეათე დღე, მე-100 დღე… მემილიონე დღეც ხომ არ უნდა იძახონ?! აქეთ ხალხია, რომელიც რომ ფიქრობდეს, რომ შენ მართალი ხარ, შენ თავს არავის დააჩაგვრინებს. ხომ უნდა იყოს თქვენთან ის ადამიანები, რომ უცხოელების პირით არ მელაპარაკებოდნენ. არავის საქმე არ არის, ჩემთან რა კანონი მექნება. თურმე, ამერიკაში შეიძლება რაღაცების მიღება – ეს ისეთი ქვეყანაა ან ევროპაში. საქართველოში არ შეიძლება.
შევინარჩუნოთ მშვიდობა. ქვეყანაში ბევრი კარგი ხდება. ბევრი კარგი გასაკეთებელია და მოდით, დავსხდეთ ახალგაზრდები და სხვებიც, როგორი საქართველო გინდათ. არის საქართველო და არის მეორე მხარე – ისინი, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ აქტებს იღებენ. ეს არც მეგობრობის აქტია, ეს ჩემთვის საქართველოს თავისუფლების წინააღმდეგ მიღებული აქტია“, – განაცხადა მთავარეპისკოპოსმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფულის სიყვარულმა ოდესღაც წამყვანი მედიები იმდენად დააკნინა, რომ შეუძლიათ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი „კამიტის“ ადგილად საქართველო გამოაცხადონ, ხოლო აშშ-ის დაზვერვის დირექტორის პოზიცია დამახინჯებულად წარმოაჩინონ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი