არის საკითხები, სადაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ მივყვებით | კობახიძე სასამართლოს რეფორმაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაში არის საკითხები, სადაც რეკომენდაციებს არ მიყვებიან,- ამის შესახებ მ ვენეციის კომისიის ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
როგორც კობახიძე ამბობს, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს საკუთარი პოზიცია განუმარტეს და სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებული დასკვნა მიმოიხილეს.
“ჩვენ მიმოვიხილეთ ზოგადად ის დასკვნა, რომელიც უკვე არის წარმოდგენილი სასამართლოსთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მხრიდან. როგორც მოგეხსენებათ, სადაც საქმე ეხება სამართლებრივ პრინციპებს, იქ ყველა რეკომენდაციას ვითვალისწინებთ. სადაც საქმე ეხება მიზანშეწონილების საკითხებს, იქ უმეტეს შემთხვევაში ხდება დოკუმენტაციების გათვალისწინება, თუმცა არის საკითხები სადაც რეკომენდაციებს არ მივყვებით და აქ ჩვენი პოზიცია განვუმარტეთ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებს”, – ამბობს
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” ვენეციის კომისიისგან სთან დაკავშირებული ცვლილებებზეც ელოდება დასკვნას.