არის მთელი რიგი პროექტები,სადაც აღმოჩენილია ხარვეზები,არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით,ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით

არის მთელი რიგი პროექტები,სადაც აღმოჩენილია ხარვეზები,არის კითხვები ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით,ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით
ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ გვქონდა საშუალება ჩავღრმავებოდით კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც ხორციელდებოდა. დავინტერესდით ხარჯეფექტიანობით და ხარისხით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სადაც აღმოჩნდა პრობლემები, იქ გაჩნდა შესაბამისი საფუძველი გამოძიების დაწყებისთვის.
„არის მთელი რიგი პროექტები, სადაც აღმოჩენილია ხარვეზები, ხარჯეფექტიანობის კუთხით და ხარისხთან დაკავშირებით არის კითხვები. ჩვენი მიზანია უკლებლივ ყველა პროექტი განხორციელდეს მინიმალური ხარჯებით და მაქსიმალური ხარისხით. სადაც არის კითხვები, ყველგან გაგრძელდება გამოძიება. ეს არის ჩვენს ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში. ყველგან ვიქნებით უკომპრომისო, სადაც ჩვენ დავინახავთ, რომ არის ხარვეზები პროექტების აღსრულებაში“, – განაცხადა მ.
Previous: ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა, დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან, ამის მერე ვნახოთ გადავხედავთ მილოცვის საკითხს

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება