არის! – ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა

დღეს, 15 მარტს, ქალაქ რუსთავში ქართველი მოკრივის, ლაშა გურულის ოფიციალური დებიუტი შედგა. ლაშა ექვსრაუნდიან განელ ბერნარდ აბეის დაუპირისპირდა და 6-რაუნდიან ბრძოლაში, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პირველი ორი რაუნდი განელის უპირატესობით წარიმართა, თუმცა მესამე რაუნდიდან უპირატესობა ლაშას მხარეს გადავიდა და მეტოქე მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ცნობისთვის, ეს განელი მოკრივე ამ ბრძოლამდე დაუმარცხებელი იყო.
შეგახსენებთ, 28 წლის მოკრივემ გასულ ზაფხულს, პარიზის ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საკრივო შოუ საქართველოს პროფესიული კრივის კავშირის ორგანიზებით გაიმართა.