არის ის პრევენცია და არა რეპრესიები – კობახიძე პარტიების და აქტივისტების ჩხრეკაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი 4 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების ოფისებისა და აქტივისტების სახლების პოლიციის მიერ ჩხრეკის შემდეგ აცხადებს, რომ „ეს არის უფრო პრევენციები, ვიდრე რეპრესიები“.
„მე ამას ვერ დავარქმევდი რეპრესიებს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს 18:00 საათზე მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ „სახელწიფო უწყებებს ჰქონდათ წინასწარი ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის სისტემური ძალადობა იყო დაგეგმილი, – მაგრამ ეს ჩვენი გათვლებით იყო დაგეგმილი დეკმებრისთვის“.
მან ახსენა ისიც, რომ „მიმდინარე გამოძიებაც არსებობდა ასეთ პროცესებზე“.
„სისტემურად ადამიანების მომარაგება ხდებოდა შესაბამისი პოლიტიკური ძალების მიერ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა.
ოთხ დეკემბერს ჩხრეკა ჩატარდა პოლიტიკური პარტიების – „გირჩი-დროას“, „ახალის“, „ნაციონალური მოძრაობის“ – ოფისებში.
ასევე, სამოქალაქო აქტივისტების სახლებში.
მათ შორის ჯგუფ „დაიტოვეს“ ადმინისტრატორის, ილია ღლონტის ბინაში. ჩხრეკა ჩატარდა ამავე ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, ნენსი ვოლანდთან.
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონსის“ ცნობით, დამფუძნებელი და ლიდერი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს.
-ს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია მიმდინარე მოვლენებზე.