არის თუ რა ეს კონტრაქტი? – მამარდაშვილი “ლივერპულის” ფეხბურთელია!

“ლივერპული” თავისი ოფიციალური საიტით “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გაფორმებს იტყობინება.
“ლივერპულმა” მამარდაშვილი 30+5 მილიონ ევროდ შეიძინა და იჯარით ესპანურ გუნდში დატოვა, მერსისიდელთა რიგებში კი 2025 წლის ზაფხულში სამუშაო ვიზის მიღების შემდეგ გადავა.
გუშინ გიორგიმ ვალენსიაში “ლივერპულისთვის” სამედიცინო შემოწმება გაიარა და მომავალი გუნდის ფორმაში გადაღებული მისი პირველი სურათი Liverpool News | Empire of the Kop-მა გამოაქვეყნა.