არის თუ არა შესაძლებელი 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა გადავადდეს – მინისტრის განმარტება

დღეს ავტოიმპორტიორებს და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა გაიმართა. ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. შეზღუდვა, რომელიც იანვარში დაანონსდა და დადგენილების სახე მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მიიღო, 2024 პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს.