,,არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს… თუ საკნიდან არ ჩაერთვებიან კომისიას, კვლავ გადაიგზავნება საქმე პროკურატურაში” –

,,არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს… თუ საკნიდან არ ჩაერთვებიან კომისიას, კვლავ გადაიგზავნება საქმე პროკურატურაში” –
თეა წულუკიანმა ,,რუსთავი 2”- ის ეთერში განაცხადა:
,,არის ასეთი გამოთქმა, რომ მარტო იდიოტები არ იცვლიან აზრს, ხოდა, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი ანდაზაა. მე მგონია, რომ ახლა, როცა ის [ხაზარაძე] არის დაბარებული და უკვე მისჯილი აქვს და არის საპატიმროში, მას არაფერი ხელს არ უშლის, რომ გადაიფიქროს და ჩაერთოს კომისიას იმიტომ, რომ ის 30-ში არის, ორშაბათს დაბარებული. ამიტომ, ჩვენ წინასწარ… იმიტომ, რომ პირველად ასე მოიქცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორედაც ადამიანი ისევე მოიქცევა.
მე იმის თქმა მინდა, რომ მათთვის ნათელი იყო, რაც მოხდებოდა, ანუ, ჩვენი მხრიდან გადაგზავნა.
თუ საკნიდან, თუ საპატიმროდან გვარამია, ან ხაზარაძე ორშაბათს არ ჩერთვებიან, რა თქმა უნდა, არავისთვის სიურპრიზი არ იქნება ალბათ, რომ ჩვენ ჩაგვერთვება ვალდებულება, რომ კვლავ გადავაგზავნოთ ეს მეორე არ გამოცხადების საქმე პროკურატურაში.”

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ