კვიპროსის ჩემპიონატის მეექვსე ტურში “არისმა” საკუთარ მოედანზე ნიქოზიის “ომონია” გიორგი ქვილითაიას დუბლით 2:0 დაამარცხა.
ქვილითაიამ 25-ე წუთზე თავურით გახსნა ანგარიში, 54-ე წუთზე კი პენალტით მეორე გოლი გაიტანა.
“არისი” 14 ქულით მეორე ადგილზეა და 20 ოქტომბერს სტუმრად “ეთნიკოსს” დაუპირისპირდება.