არიან ოპოზიციასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც ოფშორებიდან საქართველოში საკუთარი აქტივების გადმოტანა განახორციელეს – გიორგი კაკაურიძე

არიან ოპოზიციასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც ოფშორებიდან საქართველოში საკუთარი აქტივების გადმოტანა განახორციელეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანის კანონპროექტი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო უკვე დაადო ქვეყანაში ფულის გათეთრების რისკების მხრივ არაფერს არ ცვლის და არც ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებთანაა დაკავშირებული.
„3 ათას კომპანიას აქვს ოფშორებთან კავშირი და ყველა მათგანი ნამდვილად არაა ბიძინა ივანიშვილის. მე ვიცი რამდენიმე წარმატებული ბიზნესმენი, მათ შორის ოპოზიციური ნაწილის, რომელსაც მსგავსი გადმოტანა უკვე გაკეთებული აქვს და გადასახადიც არ გადაუხდია, რადგან არ წარმოეშვა გადახდის ვალდებულება,”- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს იმასაც, რომ ამ კანონის მიღებით სახელმწიფო ბიუჯეტს არცერთი თეთრი არ დააკლდება.
„გათვლებთან დაკავშირებით უნდა ესაუბროთ კანონის ინიციატორებს, რადგან ისინი არიან ავტორები. 3 ათასზე მეტი კომპანიაა, რომელსაც ოფშორული დამფუძნებელი ჰყავს და აქედან რა პროცენტმა შეიძლება გადმოიტანოს ამას დღეს ნამდვილად ვერ გეტყვით და თავად ინიციატორებს ჰქონდათ კომუნიკაცია. რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება იყოს შავი ფულის გათეთრების გზა, ამას არეგულირებს სხვა კანონმდებლობა. აქ რომ იყოს შავი ფულის გათეთრება მოხდეს, კომპანიამ ხომ უნდა დაადეკლარიროს ქონება და ამ დეკლარირებისას უნდა მიეთითოს საიდან წარმოიშვა შემოსავალი, ასე რომ მე ცოტა მიკვირს, რომ საგადასახადო შეღავათები ფულის გათეთრებას შეუწყობს ხელს.
ეს კანონი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით ვერ შეცვლის ვერანაირ მოცემულობას, ვინმეს თუ ფულის გათეთრება უნდა, გადასახადის გადახდის გარეშეც გაათეთრებს ამ ფულს. ეს კანონი არის საგადასახადო კოდექსი, რამდენი უნდა გადაიხადოს, ვინ უნდა გადაიხადოს და როდის უნდა გადაიხადოს.
ბიუჯეტს ამ ცვლილებით არცერთი თეთრი არ დააკლდება. ეს ქონება ამჟამად საქართველოში არაა, ხოლო თუ გადმოიტანენ ქონებას, გარკვეული პერიოდი არ გადაიხდიან. არ არსებობს ეს ქონება საქართველოში,
რაც მეტი აქტივი და კომპანია გადმოვა, კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის? რაც შეეხება რისკებს ამას არეგულირებს სხვა კანონმდებლობა,”- აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…