არველაძის “ფატიჰ კარაგუმრუკი” ისევ დამარცხდა

“ფატიჰ კარაგუმრუკი”, რომლის მწვრთნელი ა, თურქეთის სუპერლიგის მე-18 ტურში გასვლაზე 84-ე წუთზე გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა ასევე ერთ-ერთ აუტსაიდერ “სამსუნსპორთან”.
“ფატიჰ კარაგუმრუკმა” ჩემპიონატზე ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა (სამი არველაძის ხელმძღვანელობით), 17 ქულით მე-18 ადგილზეა და 13 იანვარს სტამბოლში “ბეშიქთაშს” შეხვდება.
მატჩის დასრულების შემდეგ არველაძემ განაცხადა, რომ თავისი გუნდისგან მეტს ელოდა, ცუდად ითამაშეს, არც ერთი გუნდი არაფრით არ გამოირჩეოდა, მეტოქე ზეწოლას ვერ ახორციელებდა, თუმცა გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.