“ტრაბზონსპორის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა შენოლ გიუნეშმა შოთა არველაძეს კლუბში მუშაობა შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას Fotomac-ი ავრცელებს.
თურქი ჟურნალისტის იუნუს ემრე სელის ცნობით, დიდი ალბათობით, არველაძე კლუბში სპორტული დირექტორის პოსტს დაიკავებს.
წყაროს ცნობით, ოთხშაბათს, 11 სექტემბერს, “ტრაბზონსპორი” გულშემატკივრებს ახალ მთავარ მწვრთნელს შენოლ გიუნეშს წარუდგენს, ამ ცერემონიას კი შოთა არველაძეც დაესწრება, შემდეგ გიუნეში და არველაძე ბოლო დეტალებზე ისაუბრებენ და თურქი სპეციალისტი ქართველის დარწმუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.
შეგახსენებთ, შოთა “ტრაბზონსპორის” ლეგენდაა, არველაძე ამ კლუბის ღირსებას 1993/1997 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით 94
მატჩში 61 გოლი გაიტანა.