არეულობა თურქეთის ნაკრებში? – აქთურქოღლუს განცხადების გამო თანაგუნდელები აღშფოთდნენ, ფეხბურთელს მონტელა შეხვდება

“ბენფიკას” ყოფილი შემტევი ქერემ აქთურქოღლუ “ფენერბაჰჩეს” ფეხბურთელი გახდა, სტამბოლურმა კლუბმა 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ პორტუგალიურ კლუბს 26 მილიონი ევრო გადაუხადა.
მას შემდეგ, რაც აქთურქოღლუმ “ფენერთან” კონტრაქტი გააფორმა, ასეთი რამ თქვა: “უბედნიერესი ვარ, რომ თურქეთის უდიდეს და ყველაზე პატივსაცემ კლუბში გადავედი, “ფენერბაჰჩეს” ჩემპიონობას მოვუტან.
ქერემი 2020/2024 წლებში “გალათასარაის” ღირსებას იცავდა, მისმა ამ განცხადებამ კი ბუნებრივია უამრავი ქომაგის გაღიზიანება გამოიწვია.
T24-ის ცნობით, “გალათასარაისა” და თურქეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა აქთურქოღლუს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმა. სპორტულმა კომენტატორმა აჰმეთ ჩაქარმა კი ქერემს არაკაცი უწოდა.
ამავე წყაროს ცნობით, უახლოეს პერიოდში თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო მონტელა ფეხბურთელს პირადად შეხვდება და გაესაუბრება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თურქეთს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში, “დინამო არენაზე” დაუპირისპირდება, შეხვედრა 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.
· ეეჰ ეეჰ. გამიხარდა, ვიფიქრე მართლა არეულობაა, თქო.
ვინჩენცო მონტელა
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია – ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს
მონტელა: ისევ საქართველო შეგვხვდა – მესამე კალათიდან ყველაზე მძიმე მეტოქე
ვინჩენცო მონტელა: საქართველო ძალიან რთული მეტოქეა – ადვილი მატჩი არ გველის
“ყველა ფეხბურთელს თვალებზე გკოცნით…” – საქართველოსთან მატჩის შემდეგ თურქეთის გასახდელში ერდოღანმა დარეკა… პრეზიდენტის, მონტელასა და ფეხბურთელების დიალოგის დეტალები [VIDEO]