არეგ კოჩინიანი – „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა

სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემურ საკითხებზე, სავარაუდოდ, რის გამო ყოვნდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერა, სომხეთისა და დასავლეთის ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე, ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაა ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების პოლიტიკის შემსწავლელი ანალიტიკური ცენტრის პრეზიდენტს, არეგ კოჩინიანს ესაუბრა.
– ბატონო არეგ, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბოლო ომის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა და იყო მოლოდინი, რომ ჩვენს ორ მეზობელ ქვეყნებს შორის ხელი მოეწერებოდა სამშვიდობო შეთანხმებას. მაგრამ, ვხედავთ, რომ ეს პროცესი სხვადასხვა მიზეზით ყოვნდება.
მეტიც, რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფებს შორის სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთებზე იყო საკმაოდ ინტენსიური სროლები. მოდით, ინტერვიუ ამ ინციდენტებზე საუბრით დავიწყოთ.
რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთებზე? სავარაუდო, რას უკავშირდება მხარეებს შორის ახლა ვითარების გამწვავება?
– ბოლო თვეებია სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედროებს შორის ინციდენტები ხდება ორი ქვეყნის სახელმწიფო საზღვრების რამდენიმე მონაკვეთზე. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალები საზღვრის რამდენიმე მონაკვეთებზე დაუშვებლად ახლო მანძილზე იმყოფებიან ერთმანეთის პირისპირ. რიგ შემთხვევაში მათ შორის მანძილი 15-20, 40 მეტრია.
ასეთი მონაკვეთებია სომხეთის მხრიდან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრების სიუნიკის, ვაიოცდძორის, გეღარკუნიკისა და ტავუშის რაიონებშია, რაც თავის თავად პრობლემაა. სომხეთმა აზერბაიჯანს არა ერთხელ შესთავაზა სამხედრო ძალების სარკისებური დაშორიშორება. შესთავაზა მხარეები შეთანხმებულიყვნენ საზღვრის გასწვრივ ძალების დაშორიშორებაზე ან სრულად, ანაც რაიონების მიხედვით, მაგრამ აზერბაიჯანული მხარე უარს ამბობს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო ძალები საზღვრის რამდენიმე მონაკვეთებზე დაუშვებლად ახლო მანძილზე იმყოფებიან ერთმანეთის პირისპირ. რიგ შემთხვევაში მათ შორის მანძილი 15-20, 40 მეტრია
რამდენადაც მესმის, მათი ლოგიკა ასეთია – აზერბაიჯანს გარკვეულ მონაკვეთებზე აქვს უპირატესობა იმ თვალსაზრისით რომ 2021-2022 წლებში მიმდინარე საომარი მოქმედებებისას მათ გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავებული აქვთ სიმაღლეები და მათი დატოვება არ უნდათ.
გარდა ამისა, პრობლემა იმაშია, რომ მხარეებს შორის არსებობს შეუთანხმებლობა იმაზე, თუ სად გადის სახელმწიფოებს შორის საზღვარი. ორივე მხარე თვლის, რომ მხარეებს გარკვეულ მონაკვეთებზე არასწორად აქვთ დაკავებული 200 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. თუ საკითხის სამართლებრივ მხარეს შევხედავთ, სომხეთმა აზერბაიჯანს არა ერთხელ შესთავაზა შეთანხმდნენ იმაზე, მხარეები რომელი რუკებით ხელმძღვანელობენ. ერევანი აცხადებს, რომ იგი ხელმძღვანელობს ალმაატის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები აღიარებულ იქნა სუვერენული ქვეყნების საზღვრებად.
სომხეთმა აზერბაიჯანს არა ერთხელ შესთავაზა შეთანხმდნენ იმაზე, მხარეები რომელი რუკებით ხელმძღვანელობენ. ერევანი აცხადებს, რომ იგი ხელმძღვანელობს ალმაატის დეკლარაციით, რომლის მიხედვითაც სსრკ-ს ყოფილი რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვრები აღიარებულ იქნა სუვერენული ქვეყნების საზღვრებად
აქვე უნდა ითქვას, სსრკ-ს რესპუბლიკების ადმინისტრაციულ საზღვრებთან დაკავშირებით არსებობს რუკები 70-იანი, 50-იანი წლების და ამ რუკებში გარკვევაა საჭირო. თუ ამ რუკებში გავერკვევით საქმე გამარტივდება და მხოლოდ ტექნიკური საკითხები დარჩება. ახლა ამ საკითხებზე ბაქოსა და ერევანს შორის მოლაპარაკებები ამ რუკების გარკვევაშია გაჭედილი. უფრო სწორად იმაში, რომ მხარეები სხვადასხვა რუკებით ხელმძღვანელობენ და ახლა პრობლემა იმაშია, თუ რომელი რუკით უნდა იხელმძღვანელოს ორივე მხარემ.
აზერბაიჯანის პოზიცია ასეთია – აზერბაიჯანს ახლა არც ერთი რუკა არ აინტერესებს და ამიტომ არიან მათ წინააღმდეგ. როგორ ვხდები, აზერბაიჯანს „საზღვრებისადმი შემოქმედებითი“ მიდგომა აქვს და ამის გამო ხდება ის, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გარკვეულ მონაკვეთებზე ხდება.
აზერბაიჯანს „საზღვრებისადმი შემოქმედებითი“ მიდგომა აქვს და ამის გამო ხდება ის, რაც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების გარკვეულ მონაკვეთებზე ხდება
– შეგიძლიათ, დააზუსტოთ, რას ნიშნავს აზერბაიჯანის „საზღვრებისადმი შემოქმედებითი“ მიდგომა?
– აზერბაიჯანელი კოლეგებისგან არა ერთხელ მსმენია, რომ ბაქოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციისთვის არანაირი რუკით ხელმძღვანელობას არ აპირებს. მათი აზრით, აზერბაიჯანული მხრიდან აზერბაიჯანული ორ ქვეყანას შორის საზღვრების საკითხი სომხეთზე ზეწოლისა და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყების მუქარით ფონზე გადაწყდეს.
ბაქო ცდილობს სომხეთმა ცალმხრივად თქვას უარი იმ საზღვარზე რომელიც სსრკ-ს დროინდელი რუკების მიხედვით იყო და აზერბაიჯანთან დათმობებზე წავიდეს.
ბაქოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაცია – დელიმიტაციისთვის არანაირი რუკით ხელმძღვანელობას არ აპირებს… ბაქო ცდილობს სომხეთმა ცალმხრივად თქვას უარი იმ საზღვარზე რომელიც სსრკ-ს დროინდელი რუკების მიხედვით იყო და აზერბაიჯანთან დათმობებზე წავიდეს
ჩვენს შემთხვევაში ბაქოს „საზღვრებისადმი შემოქმედებითი“ მიდგომა ნიშნავს იმას, რომ სომხეთმა ცალმხრივად უნდა დაუთმოს ტერიტორიები აზერბაიჯანს.
– ბოლო თვეებია ერევანი მკაფიო მესიჯებს უგზავნის დასავლეთს რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა შეცვლილია. რამდენადაც ვხდები სომხეთის ეს გზავნილები კოლექტიურმა დასავლეთმა გაიგონა.
ბევრი თვლის, რომ სომხეთი დასავლეთისგან მიიღებს უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკურ გარანტიებს. თუმცა, ამგვარი შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა და ეს საკითხები უახლოეს 6-8 თვეში გაირკვევა.
სავარაუდოდ, უახლოეს 6-8 თვეში რა უნდა მოხდეს სომხეთსა და დასავლეთის ურთიერთობაში?
– უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვა, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა კარდინალურად შეცვლილია. თუ მანამდე სომხეთის საგარეო პოლიტიკა „რუსულცენტრისტული“ იყო, ახლა იგი ამგვარი აღარაა. თუ ადრე სომხეთის უმთავრესი სამხედრო-პოლიტიკური მოკავშირე იყო, ახლა რუსეთი სომხეთისთვის ასეთი ქვეყანა აღარაა.
ამ თემაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო სომხეთ-რუსეთის იმ დონემდე აყვანა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებობდა. ფსონის მხოლოდ რუსეთზე დადება სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო. ცხადია, რომ სომხეთის ასეთ განცხადებებს მოსკოვში ნეგატიურად აფასებენ. საერთოდ, სომხეთის დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას კრემლი არ მიესალმება და სხვადასხვა ფორმით ეწინააღმდეგება.
სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო სომხეთ-რუსეთის იმ დონემდე აყვანა, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის მანამდე არსებობდა. ფსონის მხოლოდ რუსეთზე დადება სომხეთის „სტრატეგიული შეცდომა“ იყო
ახლა იმაზე, ახლა რა დონეზეა დასავლეთთან სომხეთის ურთიერთობები? ჩემი აზრით, დღეის მდგომარეობით სომხეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები მხოლოდ საწყის ეტაპსა და პოზიციაზეა.
სულ ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში 5 აპრილს შედგა უმაღლეს დონეზე სამმხრივი შეხვედრა პრემიერ ფაშინიანს, ევროკავშირის ლიდერებსა და -ს სახელმწიფო მდივანს შორის. ეს შეხვედრა უნდა ჩაითვალოს მხოლოდ სასტარტო პოზიციად სომხეთსა და დასავლეთის ურთიერთობაში. ეს არ გახლდათ საბოლოო შედეგი, ეს არის მხოლოდ დასაწყისი სომხეთსა და დასავლეთს შორის.
რამდენადაც მესმის, უახლოეს მომავალში პირველი, რაც მოხდება ეს იქნება სამხედრო სფეროსა და ტექნოლოგიებში სომხეთისთვის დასავლეთის უსასყიდლო და უანგარო დახმარების აღმოჩენა. ეს დახმარება არ შეეხება ლეტალურ იარაღს, თავიდან ეს დახმარება არც თავდაცვითი იარაღით მომარაგება არ იქნება. თავიდან სომხეთი მიიღებს ოპტიკურ საშუალებებს, კარვებს, სამედიცინო დანადგარებს, ანუ ისეთ რამეს, რაც, საბრძოლო მოქმედებებში არ გამოიყენება, მაგრამ ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს უნდა ჰქონდეთ.
უახლოეს მომავალში პირველი, რაც მოხდება ეს იქნება სამხედრო სფეროსა და ტექნოლოგიებში სომხეთისთვის დასავლეთის უსასყიდლო და უანგარო დახმარების აღმოჩენა. ეს დახმარება არ შეეხება ლეტალურ იარაღს, თავიდან ეს დახმარება არც თავდაცვითი იარაღით მომარაგება არ იქნება
მეორე ეტაპზე სომხეთი უკვე მიიღებს ისეთ იარაღს რომელიც თავდაცვისთვისაა განკუთვნილი – ჰაერსაწინააღმდეგო და ცეცხლის პასიურად წარმოების საშუალებებს. მესამე ეტაპზე ვიხილავთ სამხედრო – ტექნიკურ სფეროებში სომხეთის დასავლეთთან და აშშ-სთან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე თანამშრომლობას.
მეორე ეტაპზე სომხეთი უკვე მიიღებს ისეთ იარაღს რომელიც თავდაცვისთვისაა განკუთვნილი – ჰაერ საწინააღმდეგო და ცეცხლის პასიურად წარმოების საშუალებებს. მესამე ეტაპზე ვიხილავთ სამხედრო – ტექნიკურ სფეროებში სომხეთის დასავლეთთან და აშშ-სთან ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე თანამშრომლობას
რაც შეეხება ეკონომიკას. ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი. ამით დაინტერესებულია როგორც ევროკავშირი ისე აშშ. ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ სომხეთს ფინანსურად რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის რისკები, რომელიც უმალ ჩნდება, როგორც კი იწყება სომხური ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი.
მხედველობაში გვაქვს სომხეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მესამე ქვეყნებთან და არა რუსეთთან. რა თქმა უნდა, საუბარია პირველ რიგში ევროკავშირის ქვეყნებთან და ამერიკასთან.
უკვე დაწყებულია სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი. ამით დაინტერესებულია როგორც ევროკავშირი ისე აშშ. ვხედავთ, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ სომხეთს ფინანსურად რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ის რისკები, რომელიც უმალ ჩნდება, როგორც კი იწყება სომხური ეკონომიკის დივერსიფიკაციის პროცესი
გვესმის, რომ ამისათვის სომხეთს დასჭირდება სტანდარტები ჰქონდეს ისეთი, როგორიც ევროკავშირსა და ამერიკაშია. სომხეთმა უნდა შეძლოს თავისი პროდუქციის გაუმჯობესება. ამისთვის იქნება მიმართული ის ფინანსური დოტაციები, რომელსაც დასავლელი პარტნიორებისგან სომხეთი მიიღებს.
დღეისათვის ამისთვის თანხები დაახლოებით 300 მილიონამდე ევრო გამოიყო. გუშინ ამერიკულმა USAID – მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ მიზნებისთვის ამერიკა კიდევ 40 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს. ვიცით ასევე, რომ ამ საჭიროებისთვის ფინანსები კიდევ მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად ეფექტურად გამოიყენებს პირველ ეტაპზე სომხეთი გამოყოფილ ფინანსურ რესურსებს.
კიდევ ერთ გარემოებაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღებას. კერძოდ იმაზე, სავარაუდოდ, როგორი სამართლებრივი და პოლიტიკური საფუძველი ექნება სომხეთსა და დასავლეთ შორის თანამშრომლობას.
ამას წინათ ევროკავშირმა მოუწოდა პარტნიორებს სომხეთმა მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. სომხეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა წარმატებით გააფორმებს შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შესახებ. ახლა რაც აქვს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობებში არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ასეთი თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირთან საქართველოს აქვს.
სომხეთი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, როცა წარმატებით გააფორმებს შეთანხმებას ევროკავშირთან ასოცირებული ურთიერთობების შესახებ. ახლა რაც აქვს სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობებში არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ურთიერთობებს. ასეთი თანამშრომლობის ფორმატი ევროკავშირთან საქართველოს აქვს
იმისათვის რომ სომხეთმა ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობას მოაწეროს ხელი, სომხეთი ფორმალურად უნდა გამოვიდეს დსთ-ს ოდებეკ-დან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან.
ამ მიმართულებით სომხეთს მიღებული აქვს გადაწყვეტილება ნაბიჯ-ნაბიჯ იმოძრაოს და გააღრმაოს დასავლეთთან ეკონომიკური და სამხედრო სფეროში თანამშრომლობა და პარალელურად შეამციროს თავისი სამხედრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ევრაზიულ კავშირთან.
იმისათვის რომ სომხეთმა ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ თანამშრომლობას მოაწეროს ხელი, სომხეთი ფორმალურად უნდა გამოვიდეს დსთ-ს ოდებეკ-დან და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან
ვითარებაში, როცა ბალანსი დასავლეთთან ურთიერთობის სასარგებლოდ იქნება, მოხდება პოლიტიკური ხასიათის ცვლილებები და სომხეთი დაიწყებს სრულფასოვან ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ევროკავშირთან.
– სომხეთში ყველაფერი ეს ხდება ვითარებაში, როცა სომხეთში, კერძოდ, გიუმრიში დგას რუსული სამხედრო ბაზა და სომხეთის საზღვრებზე დგანან რუსი მესაზღვრეები.
სხვადასხვა მონაცემებით ახლა გიუმრიში 220 რუსი სამხედრო მოსამსახურე დგას. სომხეთში ასევე არიან რუსი მესაზღვრეები, რომლებიც ახლა ს სამოქალაქო აეროპორტში დგანან.
სინამდვილეში, ახლა რა ვითარებაა გიუმრის რუსულ ბაზაზე? იქ რამდენი რუსი ჯარისკაცი დგას და რამდენი რუსი მესაზღვრეა დღეს სომხეთში?
– მოდით მესაზღვრეებით დავიწყებ. სომხეთმა დაიწყო სომხეთიდან, კერძოდ ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის პროცესი. აქამდე, 30 წელი სომხეთში რუსების სამხედროების ყოფნა მუდმივად იზრდებოდა, ახლა იწყება სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის პროცესი. პრემიერმა ფაშინიანმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რადგან იგი ეხება რუსი მესაზღვრეების სომხეთიდან გაყვანას, რომელიც მიმდინარე წლის 1 აგვისტოში დასრულდება. 1 აგვისტოს შემდეგ რუსი მესაზღვრეები ერევნის აეროპორტში აღარ იქნებიან.
პრემიერმა ფაშინიანმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, რდაგან იგი ეხება რუსი მესაზღვრეების სომხეთიდან გაყვანას, რომელიც მიმდინარე წლის 1 აგვისტოში დასრულდება. 1 აგვისტოს შემდეგ რუსი მესაზღვრეები ერევნის აეროპორტში აღარ იქნებიან
აეროპორტის გარდა სომხეთში რუსი მესაზღვრეები დგანან სომხეთ-თურქეთისა და ირან-თურქეთის საზღვარზე. მათი შეზღუდული რაოდენობა დგას ასევე აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე.
ჩემი ვარაუდით, მას შემდეგ, რაც რუსი მესაზღვრეების ერევნის აეროპორტიდან გასვლის პროცესი დასრულდება, დაიწყება რუსი მესაზღვრეების ჩემს მიერ ჩამოთვლილი რომელიღაც მონაკვეთიდან ირან-სომხეთის საზღვრიდან გასვლა.
– შეგიძლიათ დააზუსტოთ, დღეის მონაცემებით რამდენი რუსი მესაზღვრე იმყოფება სომხეთ-თურქეთისა და სომხეთ ირანის საზღვრებზე?
– ცალკეულ მონაკვეთებზე რუსი მესაზღვრეების რაოდენობის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ სომხეთში გიუმრის რუსულ ბაზაზე და მათ დამატებული რუსი მესაზღვრეების რაოდენობა დაახლოებით 3-4 ათასს შეადგენს.
სომხეთში გიუმრის რუსულ ბაზაზე და მათ დამატებული რუსი მესაზღვრეების რაოდენობა დაახლოებით 3-4 ათასს შეადგენს
– შეიძლება ითქვას, რომ მათი ჩანაცვლება არც ისე მარტივი რამაა?
– ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა იქნება სასინჯი ქვა იმაზე, სავარაუდოდ, თუ როგორ გაგრძელდება შემდგომ სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის პროცესი.
– დავუშვათ, რუსმა მესაზღვრეებმა უმტკივნეულოდ დაიწყეს სომხეთიდან გასვლა, მათ ვინ ჩაანაცვლებს თურქეთ-სომხეთისა და ირან-სომხეთის საზღვარზე?
სომხეთს აქვს იმის რესურსი, რომ ამ მონაკვეთებზე რუსი მესაზღვრეები სომეხმა მესაზღვრეებმა ჩაანაცვლონ?
– საუბარს იმით გავაგრძელებ, გავლენ თუ არა რუსი მესაზღვრეები სომხეთიდან. თუ სწორად მახსოვს, 2002 წლის რუსეთსა და სომხეთს შორის შეთანხმებას გავიხსენებ, რომელიც რუსეთთან ერთად საზღვრების ერთობლივად დაცვის შესახებ. რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი სომხური მხარის პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დატოვონ.
რუსმა მესაზღვრეებმა სომხეთი სომხური მხარის პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა დატოვონ
განსხვავებული სამართლებრივი ბაზა გვაქვს გიუმრის რუსულ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით. სომხეთს რუსეთთან სომხეთში რუსული გიუმრის ბაზის 2044 წლამდე არსებობაზე აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი. აქ სამართლებრივი თვალსაზრისით, ბევრად რთული ვითარებაა, ვიდრე სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა.
სომხეთს რუსეთთან სომხეთში რუსული გიუმრის ბაზის 2044 წლამდე არსებობაზე აქვს შეთანხმებაზე ხელი მოწერილი. აქ სამართლებრივი თვალსაზრისით, ბევრად რთული ვითარებაა, ვიდრე სომხეთიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანა
ახლა იმაზე, რუსი მესაზღვრეების გასვლის შემთხვევაში ვინ დაიცავს სომხეთის საზღვრებს?
რაც შეეხება სომხეთ-ირანის საზღვარს. ირანსა და სომხეთს შორის ყოველთვის იყო მეგობრული და ახლო ურთიერთობები და აქ რისკები და პრობლემები ნაკლებადაა მოსალოდნელი. მითუმეტეს, რომ სომხეთ-ირანის საზღვრის მონაკვეთი სულ 40 კილომეტრია ამიტომ ამ საზღვარზე პრობლემების გადაჭრა ძალიან სწრაფად შეიძლება.
საზღვრის დაცვის სააგენტო სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისგან ცალკე უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს და სწრაფად მოხდეს მისი ინსტიტუციონალიზაცია… ამ საკითხში სომხეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს აშშ-სთან და გარკვეულ წილად ევროკავშირთან. სომხეთის სასაზღვრო სამსახური უნდა გაძლიერდეს აშშ-ს დახმარებით
განსხვავებული ვითარებაა სომხეთ-თურქეთის საზღვარზე. სომხეთ- თურქეთის საზღვრის მონაკვეთის სიგრძე 300 კილომეტრზე ოდნავ ნაკლებია. ფაქტია ისიც, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები კარგი ნამდვილად არაა.
ასეთ შემთხვევაში რა შეიძლება თეორიულად გაკეთდეს? სომხეთმა უნდა გააძლიეროს საზღვრის დაცვის სააგენტო. ეს სააგენტო დღეს არ შედის სომხეთის უსაფრთხოების სამსახურში.
ამ საკითხში მიდგომა ასეთია – საზღვრის დაცვის სააგენტო სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისგან ცალკე უწყებად უნდა ჩამოყალიბდეს და სწრაფად მოხდეს მისი ინსტიტუციონალიზაცია. მოხდეს ამ სამსახურის გაზრდა, ამაღლდეს მისი ეფექტურობა და აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობებით. ამ საკითხში სომხეთმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს აშშ-სთან და გარკვეულ წილად ევროკავშირთან. სომხეთის სასაზღვრო სამსახური უნდა გაძლიერდეს აშშ-ს დახმარებით.
იმ შემთხვევაში თუ რუსი მესაზღვრეები გავლენ სომხეთ- თურქეთის საზღვრიდან, გარდამავალ ეტაპზე ისინი შეიძლება ჩაანაცვლოს ეუთო-ს მონიტორინგის მისიამ. შედეგად, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მივიღებთ საკმაოდ გამჭვირვალე და კონტროლს დაქვემდებარებულ სიტუაციას
სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე საქმიანობას აგრძელებს ეუთო-ს მისია, ისეთივე, როგორიცაა საქართველოში კონფლიქტის ზონებთან. ასეთივე მისია დღესაც ფუნქციონირებს სომხეთ-აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რაიონებში. ამ მონაკვეთზე ეუთო-ს მონიტორინგის სამოქალაქო მისია, რომელშიც მონაწილეთა რაოდენობა 200-მდე ადამიანია.
იმ შემთხვევაში თუ რუსი მესაზღვრეები გავლენ სომხეთ- თურქეთის საზღვრიდან, გარდამავალ ეტაპზე ისინი შეიძლება ჩაანაცვლოს ეუთო-ს მონიტორინგის მისიამ. შედეგად, სომხეთ-თურქეთის საზღვარზე მივიღებთ საკმაოდ გამჭვირვალე და კონტროლს დაქვემდებარებულ სიტუაციას.
რუსეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, შესაძლოა მეტადაც კი იყო და ახლაც არის დაინტერესებული „ზანგეზურის კორიდორზე“ აზერბაიჯანულ-რუსული კონტროლის დამყარებით
– მინდა გკითხოთ ზანგეზურის კორიდორთან დაკავშირებულ საკითხებზე. გასაგებია, რომ აზერბაიჯანს სურს ზანგეზურის კორიდორზე სრული კონტროლი ჰქონდეს ბაქოს, ან ანკარას.
გვახსოვს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის განცხადება იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს შეუძლია დამოუკიდებლად დაამყაროს ბაქოს კონტროლი ზანგეზურის კორიდორზე.
როგორც ამბობენ, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმაც და თურქეთმაც ამ საკითხზე ძლიერი მოთამაშეებისგან მკაცრი გაფრთხილებები მიიღო, ეს პროცესი შეჩერდა.
ახლა რა ხდება ზანგეზური კორიდორში? რეალურად რა ვითარებაა სომხეთ-ირანის საზღვრის ამ მონაკვეთზე, რომელზეც სრული კონტროლის დამყარება აზერბაიჯანს უნდოდა?
– პირველი, რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება, გახლავთ ის, რომ თქვენ არ დაგისახელებიათ ზანგეზურის კორიდორით დაინტერესებული კიდევ ერთი, მესამე ქვეყანა – რუსეთი. „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა ის საკვანძო საკითხი, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა.
რუსეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად, შესაძლოა მეტადაც კი იყო და ახლაც არის დაინტერესებული „ზანგეზურის კორიდორზე“ აზერბაიჯანულ-რუსული კონტროლის დამყარებით.
აზერბაიჯანი იმიტომ აყოვნებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომ ერევნისგან მოითხოვს ზანგეზურის კორიდორში რუსების ყოფნას
ყველა მოლაპარაკებებში თურქეთი და აზერბაიჯანი ითხოვდნენ სომხეთისგან ზანგეზურის კორიდორში რუსული ქვედანაყოფების ყოფნას. აზერბაიჯანი იმიტომ აყოვნებს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომ ერევნისგან მოითხოვს ზანგეზურის კორიდორში რუსების ყოფნას.
ასევე უნდა ვთქვა იმაზე, რომ თავად ამ კორიდორის ზანგეზურის კორიდორად მოხსენიება, პრობლემატურია. ქართველი მკითხველებისთვის გასაგებად რომ ავხსნა, უნდა გავიხსენო ის, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სამხრეთ ნაწილს ბორჩალოს უწოდებს. საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს აზერბაიჯანული მოსახლეობა. თქვენ და თქვენმა მკითხველებმა რომ კარგად წარმოიდგინოს, ასე ვიტყვი – თქვენთვის ხომ წარმოუდგენელი იქნებოდა, ბაქომ თბილისს საუბარი დაუწყოს ე.წ. ბორჩალოს კორიდორზე.
სომხეთმა დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ეს გახლავთ ლოჯისტიკური კვანძის ქსელები, რომელიც მოემსახურება საავტომობილო გზას, რკინიგზას, და ე.წ. „ზანგეზურის კორიდორით“ მოემსახურება აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირებას. ანუ, აზერბაიჯანის თურქეთთან და დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირებას
სომხეთში არ არსებობს სახელწოდება, რომელსაც ზანგეზური ჰქვია. ამ კორიდორისთვის „ზანგეზურის კორიდორად“ მოხსენიება პოლიტიკური ხასიათის პრობლემას უკავშირდება.
ახლა იმაზე უნდა გითხრათ, თუ რას აპირებს ამ საკითხზე სომხეთი. სომხეთმა დაინტერესებულ მხარეებს შესთავაზა ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“. ეს გახლავთ ლოჯისტიკური კვანძის ქსელები, რომელიც მოემსახურება საავტომობილო გზას, რკინიგზას, და ე.წ. „ზანგეზურის კორიდორით“ მოემსახურება აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირებას. ანუ, აზერბაიჯანის თურქეთთან და დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირებას.
სომხეთი არაა დაინტერესებული ასეთი ტიპის ურთიერთობები ჰქონდეს ერაყთან, მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან. სომხეთს უნდა მშვიდობა და მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება
სომხეთ-ირანის საზღვრის ამ მონაკვეთს სრულად გააკონტროლებს სომხეთი. სომხეთი გამორიცხავს რომ ეს ტერიტორია სხვა სახელმწიფოების მიერ იქნას გაკონტროლებული.
– ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ერევანი, დასავლეთის არაპირდაპირი მონაწილეობით შეუთანხმდა თეირანს იმაზე, რომ ერაყელი ქურთი მებრძოლები ირანის გავლით ჩავლენ სომხეთში და საჭიროების შემთხვევაში მხარს დაუჭერენ სომხეთს თუ აზერბაიჯანმა სომხეთის წინააღმდეგ მორიგი აგრესია წამოიწყო.
რა შეიძლება გვითხრათ ამ ტიპის ინფორმაციებზე, რომელიც დრო და დრო ვრცელდება?
– ასეთი ინფორმაცია აბსოლუტურად აბსურდულად გამოიყურება. სომხეთი არაა დაინტერესებული ასეთი ტიპის ურთიერთობები ჰქონდეს ერაყთან, მეზობელ აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ირანთან. სომხეთს უნდა მშვიდობა და მეზობლებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება.
სომხეთისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირთან და აშშ-სთან თანამშრომლობის რეჟიმში ყოფნა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან რაც შეიძლება მალე ურთიერთობების დალაგება. სომხეთს არ სურს იყოს არც ანტიაზერბაიჯანული, ან ანტითურქული და ამ მიმართულებით მესამე ძალების ინტერესები გაატაროს მეზობლებთან ურთიერთობაში.
ამიტომ, გამოვრიცხავ აზერბაიჯანის წინააღმდეგ ან ირანის, ან ქურთების რაიმე ფორმით გამოყენებას. ვიმეორებ, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები