არდი დაზღვევის კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის

„ეს არის არდის ახალი ცხოვრების დასაწყისი, რომელიც თავის მომხმარებლებს ტრანსფორმაციის გზაზე ადამიანზე მორგებულ გადაწყვეტებს შესთავაზებს. ბრენდის ახალი მიდგომის საფუძველი ადამიანზე ორიენტირებული პოზიციონირებაა. არდი ყველა მისი პროდუქტის თუ მომსახურების დიზაინზე ფიქრისას ადამიანს აყენებს ცენტრში. არდი აზღვევს ყველაფერს, რაც ადამიანის ცხოვრებაში რეალურად ძვირფასია — იქნება ეს ჯანმრთელობა, პირადი ავტომობილი, ქონება, მოგზაურობა, გამოცდილებები, ნიჭი თუ სხვა. ყველაფერს, რისი დაზღვევაც ადამიანის უშფოთველ აწმყოს და ჰარმონიულ მომავალს განსაზღვრავს. სიახლეები მოიცავს როგორც სტრატეგიულ განახლებას, ისე ახალ ბრენდპლატფორმასა და ციფრულ ეკოსისტემას, რომლებიც ეტაპობრივად განახლდება მიმდინარე წლის ბოლომდე. უცვლელი რჩება არდის მომხმარებელთან ურთიერთობის სტანდარტი, რომელიც პირველი დღიდან იყო მისი გამორჩეულობის განმაპირობებელი. “