არდანიშნული პენალტი – უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში ს მეორე ადგილის დასაკვებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.
თუმცა, შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია, კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა, წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.
უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: “იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ”.