არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა

არგენტინაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანელმა ხავიერ მაილიმ გაიმარჯვა.
წინასწარი შედეგებით მან ხმების დაახლოებით 56% მოიპოვა, მისმა კონკურენტმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სერხიო მასამ კი, რომელიც მმართველი კოალიციის კანდიდატი იყო, 44%.
არგენტინაში ქვეყნისთვის რთულ დროს, მზარდი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ჩატარდა.
ხავიერ მაილი ქვეყნის BRICS ჯგუფში გაწევრიანების წინააღმდეგია, მხარს უჭერს მთავრობის მინიმალურ ჩარევას მოქალაქეების ცხოვრებაში, სურს გააუქმოს ცენტრალური ბანკი და ეროვნული ვალუტის დოლარით ჩანაცვლების ინიციატივით გამოდის. ამასთან, ხავიერ მაილი, ეკონომიკური პრობლემების გადასაჭრელად, ბიუჯეტის ხარჯების სერიოზულ შემცირებას აპირებს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან ასევე გამოაცხადა, რომ ს, ჩინეთისა და ბრაზილიის „კომუნისტურ“ მთავრობებთან კავშირს გაწყვეტდა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ქემოკლიძე “ქართულ ოცნებაზე” – ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ, კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი – ესენი არიან უტიფარი დემაგოგები, შეგნებულად იტყუებიან, ხავს ებღაუჭებიან

ზურაბ გურული: დიდი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე უნდა მოხდეს უკანონოდ დაატიმრებულთა რაღაც ნაწილის “შეწყალება” და შემდეგ “ახალი არჩევნების” დაანონსება დეტალების დაზუსტების გარეშე. სწორედ აქ იქნება..