არგენტინის პროვინციამ საკუთარი კვაზივალუტა გამოუშვა

არგენტინის პროვინცია ლა-რიოხამ საკუთარი კვაზივალუტა ქვეყნის პრეზიდენტ ს მთავრობასთან კონფლიქტის გამო გამოუშვა.
ინფორმაციას MercoPress ავრცელებს.
კერძოდ, არგენტინის პროვინცია ლა-რიოხამ საკუთარი კვაზივალუტა მიმოქცევაში მიმდინარე თვიდან ჩაუშვა. ადგილობრივი ხელისფლების განცხადებით, ახალი ვალუტა ადგილობრივი ფინანსური სისტემის სტიმულირებას, ასევე, ეკონომიკისა და მოხმარების გამოცოცხლებას მოემსახურება.
პროვინცია ლა-რიოხას ფული ცნობილია, როგორც ჩაჩო, თუმცა ოფიციალურად „ვალის ჩამოწერის ობლიგაციებს“ უწოდებენ. ერთი ჩაჩო ერთი არგენტინული პესოს ღირებულებას უტოლდება.
ახალ ვალუტას „ჩაჩო“ გენერალ ანხელ ვისენტე-პენიალოსას (1798-1863) პატივსაცემად ეწოდა, რომელიც ელ ჩაჩოს სახელით იყო ცნობილი. ის ბუენოს-აირესში მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებას ხელმძღვანელობდა.
რეგიონის სახელმწიფო მოხელეთა ხელფასების 30% ჩაჩოში გაიცემა. ჩაჩო, ასევე, სხვა სამხარეო ხარჯსაც მოხმარდება. ლა-რიოხამ ანალოგიური მექანიზმი 2001 წელსაც, პესოს დეფიციტთან საბრძოლველად გამოიყენა.
მიმოქცევაში ჩაჩოს გამოშვება პროვინციის საკანონმდებლო ორგანომ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში დაამტკიცა. ამჯერად პროვინცია სახელმწიფო ხარჯის დაზოგვის საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო 15 მლრდ არგენტინული პესოს, ანუ 16,3 მლნ დოლარის ღირებულების ჩაჩოს უშვებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაჩოს პროგრამაში მონაწილე მაღაზიები და კომუნალური მომსახურების კომპანიებიც მიიღებენ.
თავად პრეზიდენტი, ხავიერ მილეი პროვინციის ინიციატივის საპასუხოდ აცხადებს, რომ თავისუფალი სავალუტო კონკურენციის სისტემა მისი წინასაარჩევნო შეთავაზება იყო, თუმცა ის ხალხი, ვინც დღეს იგივეს აკეთებს და ჩაჩო გამოუშვა, მას მაშინ გიჟს უწოდებდა.
bpn.ge