არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს

არგენტინის პრეზიდენტი უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს, – ამის შესახებ ინფორმაციას არგენტინის პრეზიდენტის, ს სპიკერი ავრცელებს.
არგენტინის პრეზიდენტის სპიკერის ცნობით, შვეიცარიაში გამგზავრებამდე, ხავიერ მილეი 13-15 ივნისს იტალიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწრება.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის პირველი სამშვიდობო სამიტი შვეიცარიაში, 15-16 ივნისს გაიმართება.