არგენტინის პრეზიდენტი პროვინციების მიერ საკუთარი კვაზივალუტის გამოშვებას დათანხმდა

არგენტინის მთავრობა ქვეყნის რეგიონული ხელისუფლებების მიერ საკუთარი კვაზივალუტის გამოშვებას არ შეეწინააღმდეგება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ განაცხადა, რასაც საინფორმაციო პორტალი, Infobae ავრცელებს.
მილეი პროვინციული ვალუტების „კონკურენციას“ მიესალმება. მისი თქმით, ამ კვაზი-ვალუტებით გამომუშავებული ნდობა მთავრობის ეფექტური მუშაობის ნიშანი იქნება. თუმცა ის რეგიონულ ხელისუფლებებს აფრთხილებს, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში, პროვინციებს არ უნდა ჰქონდეთ ეროვნული ხელისუფლების მხრიდან დახმარების იმედი.
საქმე ეხება არგენტინის პროვინციის ლა რიოხას გუბერნატორის პროექტს, რომელიც რეგიონის საკუთარი ვალუტის შექმნას ეხება, რადგან არგენტინის ეროვნული მთავრობისგან სახსრების არარსებობის პირობებში, რეგიონს არაფერი აქვს საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადასახდელად.
„უბრალოდ დაუფიქრდით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისე მექცეოდნენ, როგორც გიჟს, რადგან შევთავაზე სქემა, რომელშიც თავისუფალი სავალუტო კონკურენცია იყო და ახლა ამას თავად უწყობენ ხელს!“ დაწერა ხავიერ მილეიმ სოციალურ ქსელ X-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…