არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი დღეს, 6 თებერვალს, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდა, სადაც მას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი დახვდა.
არგენტინის პრეზიდენტმა ისრაელ კაცს პირველი შეხვედრისთანავე აცნობა, რომ იგი თელ-ავივიდან ისრაელის საელჩოს დასავლეთ იერუსალიმში გადატანას გეგმავს.
“თქვენ ღირებულებები გამოძრავებთ და ჭეშმარიტების ერთგული პიროვნება ხართ, და გასაკვირი არ არის, რომ ისრაელში მყისიერად ჩამოსვლა გადაწყვიტეთ, რათა ებრაელ ხალხს ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადოთ”. – უთხრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხავიერ მილეის და იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა.
არგენტინის პრეზიდენტს თან ახლდა საგარეო საქმეთა მინისტრი დიანა მონდინო, პრეზიდენტის შტაბის უფროსი კარინა მილეი, და მისი რაბინი შიმონ აქსელი.
ხავიერ მილეის ვიზიტს X-ზე ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც გამოეხმაურა და არგენტინის პრეზიდენტს “ისრაელის მეგობარი” უწოდა.
“მე გულითადად მივესალმები არგენტინის პრეზიდენტის, ისრაელის მეგობრის ხავიერ მილეის, ისრაელში ჩამოსვლას, რომელმაც იერუსალიმში არგენტინის საელჩოს გადატანა გამოაცხადა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ძვირფასო მეგობარო!” – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.