არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის თქმით, კენჭისყრა გარდაცვლილმა ძაღლმა ურჩია

არგენტინის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი ფინანსთა მინისტრი სერხიო მასა ლიბერტარიანელ ოპონენტთან, ხავიერ მილეისთან დამარცხდა. მეორე ტურში მასას მხარი ამომრჩეველთა 44,3%-მა დაუჭირა, მილეის – 55,69%-მ.
მილეი, – წარსულში ლიბერტარიანელი ტელეწამყვანი, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, პრეზიდენტად კენჭისყრა გარდაცვლილმა ძაღლმა ურჩია – 2020 წლიდანაა პოლიტიკაში და ამომრჩევლისთვის მისი მთავარი დაპირება ეკონომიკური პრობლემების გადალახვაა – 140%-იანი ინფლაციის ფონზე.
„დღეს არგენტინის რეკონსტრუქციას ვიწყებთ. ეს იტორიული ღამეა“, – უთხრა მხარდამჭერებს მილეიმ.
მისი ეკონომიკური პროგრამის ნაწილია ინფლაციის „განადგურება“, ცენტრალური ბანკის ინტიტუტის გაუქმება, პესოს ნაცვლად დოლარზე გადასვლა და სახელმწიფო აპარატის რადიკალურად შემცირება – უკანასკნელის უკეთ დემონსტრირებისთვის მილეი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული ბენზოხერხითაც გამოსულა.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, მილეი აშშ-სთან დაახლოებისა და რუსეთი-ჩინეთისგან დაშორების კურსის მხარდამჭერია.
ამასთან ერთად, მილეის უცნაური განცხადებებიც გაუკეთებია – მაგალითად, მილეი ამბობს, რომ თავის გარდაცვლილ ძაღლთან სპირიტუალური სეანსების დახმარებით ამყარებს კავშირს და სწორედ გარდაცვლილმა ძაღლმა უთხრა ღვთიურ მისიაზე – რომ მას, მილეის, პრეზიდენტად ეყარა კენჭი. იგი აგრეთვე მხარს უჭერს ორგანოებით ვაჭრობის ლეგალიზაციას, ხოლო კითხვას, უჭერს თუ არა მხარს ბავშვების გაყიდვას, ამბობს, რომ „[გარემოებებს] გააჩნია“.
მილეის გამარჯვება მიულოცეს, მათ შორის, ბრაზილიის და აშშ-ის ექსპრეზიდენტებმა, ჟაირ ბოლსონარომ და დონალდ ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თათა ცოფურაშვილი: ვინც პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბრებს, იმ ახალგაზრდებიდანაც ბიჭებს ჯარში წაიყვანენ, რადგან პროფესიული სასწვალებელი ჯარიდან არ ათავისუფლებს. ასეთი მოდელია რუსეთში დღეს

“მილიონერი ეკონომიკის მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი, სანამ ჩვენი ეკონომიკის აყვავებას შეუდგებოდა, სანამ არაბული ქალაქების აშენებას ხსნად და განვითარებად შერაცხავდა, შემდეგ კი, ამავე ხელშეკრულებას კომერციულ საიდუმლოებად გამოაცხადებდა…”