არგენტინა განიხილავს უკრაინისთვის ორი Mi-171E ტიპის ვერტმფრენის გადაცემას, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“ მედიაზე დაყრდნობით.
არსებული ცნობებით, საბჭოთა კავშირში შექმნილი ვერტმფრენები, რომელიც არგენტინამ თავის დროზე რუსეთისგან შეიძინა, ახლა არ გამოიყენება ლათინოამერიკული ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში.
მოლაპარაკებები ვერტმფრენების გადაცემაზე არგენტინაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტისას გამართულა. ზელენსკი ბუენოს-აირესში ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეის ინაუგურაციას ესწრებოდა. მილეი მკვეთრად პრო-დასავლური საგარეო პოლიტიკით გამოირჩევა და უკრაინას უჭერს მხარს.
მედიის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები არგენტინული მხარისთვის ვერტმფრენების ღირებულების კომპენსაციაზე. აშშ-მ მზადყოფნა გამოთქვა, მათი ღირებულება გამოაკლოს იმ ფასს, რომელიც არგენტინამ F-16-ის ტიპის თვითმფრინავებში უნდა გადაიხადოს.