არა ცხოველებზე ძალადობას! – აქცია პარლამენტთან

არა ცხოველებზე ძალადობას! – ამ სახელწოდებით მიმდინარეობს აქცია პარლამენტთან. აქცია მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გუშინ სოციალურ ქსელში მარნეულში მომხდარი ძალადობის კადრები გავრცელდა
“დასაჯე მოძალადე!” “ძაღლიც ადამიანია!” “ბოლო მოვუღოთ მოძალადეებს!” – მოქალაქეებს ამ შინაარსის პლაკატები აქვთ მიტანილი საკანონმდებლო ორგანოსთან.
შეკრებილები ცხოველებზე ძალადობას აპროტესტებენ და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
ფოტო: „ჩემი ქალაქი მკლავს“

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი – ერთ-ერთი გაქცევისას, როცა ფარს ვურტყამდით ხელკეტებს, რომ ისინი შეგვეშინებინა და უკან წასულიყვნენ, ქვა მესროლეს ფეხში, თაბაშირში მქონდა ორი კვირა – არ შემიმჩნევია, ვინ მესროლა