“არა რუსულ რეჟიმს – დაიცავი უვიზო!” – თბილისში მასტაბური მსვლელობა მიმდინარეობს.
საპროტესტო აქციის მონაწილეები თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით კახა კალაძის საარჩევნო შტაბი გაიარეს და რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.
აქციის მონაწილეები ამჟამად პარლამენტთან იმყოფებიან.
“ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.
