“არა რუსულ კანონს, კი ევროპას” – ვაკეში აქცია-მსვლელობა იმართება

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკიდან მზიურის პარკის მიმართულებით “აგენტების კანონის” წინააღმდეგ აქცია-მსვლელობა იმართება. აქტივისტებს გაშლილი აქვთ დიდი ბანერი წარწერით “კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, ისმის საქართველოს ჰიმნი.
დემონსტრანტები საავტომობილო გზის ერთ სავალ ნაწილზე მოძრაობენ, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
პარალელურად, პარლამენტის წინ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მხარდამჭერების “საერთო სახალხო შეკრება” იმართება.
22 აპრილს გახდა ცნობილი, რომ „აგენტების კანონის“ მხარდაჭერის მიზნით, “ქართული ოცნება” კონტრაქციის გამართვას გეგმავდა.
შეკრებილებს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე . მედიაში ვრცელდება კადრები ღონისძიებაში მონაწილე საჯარო მოსამსახურეების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ