„არა რუსულ კანონს“ – დედაქალაქში დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია გაიმართება

დღეს, 18 მაისს, თბილისი კვლავ პროტესტის არდში მოექცევა – ე.წ. „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მსვლელობები სხვადასხვა ლოკაციაზეა დაანონსებული.
გაფიცული სტუდენტები მზიურის პარკში 15:00 საათზე შეიკრიბებიან და მარშით პარლამენტისკენ გაემართებიან.
ამავდროულად, ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანები 17:00 საათზე „ექსპო ჯორჯიადან“ რუსთაველის გამზირამდე მსვლელობას მოაწყობენ.

ასევე დაგაინტერესებთ