არა რუსულ კანონს! – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა

არა რუსულ კანონს! – ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. მედიის, „ენჯეოსა“ და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს.
მათი თქმით, აღნიშნული კანონი არის რუსული და ემსახურება არა გამჭვირვალობას, არამედ, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის შეზღუდვას და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.
მათი თქმით, აქციები გაგრძელდება, ვიდრე არ მოხდება კანონპროექტის გაუქმება.

ასევე დაგაინტერესებთ

„როგორც ვიცი, კესარია საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში იყო მონათლული და სიცოცხლეში არასდროს უარუყვია ეს რწმენა, შესაბამისად, მისთვის წესის აგება არა მხოლოდ დასაშვები, არამედ ამ ეკლესიის ვალდებულებაც კი არის“ – მამა ლეონ გელოვანი