„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა – ხაზარაძე

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, აცხადებს, რომ ლოზუნგი – „არა რუსულ არჩევნებს“ – ფოკუსის დაკარგვაა.
მისი თქმით, მოთხოვნა ახალი საპარლამენტო და სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს.
ამის შესახებ ხაზარაძის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელიც მის Facebook-ზე გამოქვეყნდა.
„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს – „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს!“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს!“ არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. “ქართული ოცნების”არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე ს ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე. რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება! რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – აცხადებს ხაზარაძე.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მორიგი რუსულ სპეცოპერაცია და არ გახდებიან რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძროაბას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“. ამ 8 პარტიამ 19 ივლისს საპროტესტო მსვლელობა გამართა სახელწოდებით – „არა რუსულ არჩევნებს!“.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ „ლელოს“ და გახარიას პარტიას. ეს ორი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.