„„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“ – ხაზარაძე

„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი, ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი „ქართულ ოცნებას“ ყველა დონეზე ჩააბეტონებს.
„„არა რუსულ არჩევნებს“ არის ფოკუსის დაკარგვა! მოთხოვნა უნდა იყოს, „კი ახალ საპარლამენტო არჩევნებს“ და „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
არ შეიძლება ორჯერ მოიპოვო ის, რაც ერთხელ უკვე მოპოვებული გაქვს. „ქართული ოცნების“ არალეგიტიმურობა დამტკიცებული და განცხადებულია საერთაშორისო დონეზე.
რეგიონების დონეზე არჩევნების ბოიკოტი ნიშნავს „ქართული ოცნების“ სრულად ჩაბეტონებას ყველა დონეზე.
რა აერთიანებს პროდასავლურ ოპოზიციას? – ახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა და ივანიშვილის რუსული რეჟიმის გასტუმრება!
რა უშლის ამას ხელს? – თავდასხმები, შეურაცხყოფა და ბულინგი ბრძოლის განსხვავებული სტრატეგიის გამო“, – წერს ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო