არა პიროტექნიკას! | პეტიცია 14 ათასი მოქალაქის ხელმოწერით

არა პიროტექნიკას! – 14 ათასი ხელმოწერით პეტიციის ავტორები სახელმწიფო უწყებებს მიმართავენ და პიროტექნიკის აკრძალვას ითხოვენ. საშიში გასართობი, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო მეტ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს უკონტროლოდ იყიდება. მათ შორის არასრულწლოვნებზე. მიუხედავად კანონში არსებული შეზღუდვებისა, პრობლემა წლებია მოუგვარებელია და პრობლემის აღმოსაფხვრელად ხელისუფლება ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს.
ავტორი: დავით კობიძე