„არა მცოცავ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით, გმირთა მოედანზე მემორიალთან საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან

„არა მცოცავ ოკუპაციას“ – ამ ლოზუნგით, გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან საპროტესტო აქციისთვის მოქალაქეები იკრიბებიან.
ადგილზე მოსულები არიან „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრები და მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებმა ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები მოიტანეს – „მავთულხლართებში მოქცეული მშვიდობა“, „მშვიდობიან ქვეყანაში ხალხს არ იტაცებენ“.
აქციის მონაწილეებმა მემორიალის წინ, მავთულხლართები და ბანერები დაალაგეს.
ასევე მოიტანეს სანთლები და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირებისთვის პატივისცემის ნიშნად დაანთეს.
აქციის მონაწილეები შემდგომში ფილარმონიასთან სხვა საპროტესტო აქცია/მსვლელობის მონაწილეებს შეუერთდებიან და საბოლოოდ, პარლამენტთან გადაინაცვლებენ, სადაც აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდებიან.
ცნობისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: უსამშობლოების სამარცხვინო ვაი-ვიში გამოგონილ რეპრესიებზე, არავის აინტერესებს, როცა კანონი უზენაესია დემოკრატიულ სახელმწიფოში. დააშავე? აგე პასუხი! ჟურნალისტობა თუ პოლიტიკოსობა ე.წ. ინდულგენცია არაა კრიმინალობისთვის

ინგა ჩახვაშვილი: 15 წუთის გამო ჩამოიყვანეს მზია ამაღლობელი კიდევ ერთხელ ბათუმში, რომ განაჩენი, რომელიც გუშინწინაც, იმის წინაც და საერთოდაც “სისხლით დაგიჭერ” სიტყვებამდე იყო დაწერილი, გაეხმოვანებინა უსამართლო მოსამართლე სახელაშვილს