„არა მეფეებს“ – ტრამპის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ნიუ იორკში, ვაშინგტონსა და აშშ-ის სხვა ქალაქებში, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება სახელწოდებით „მეფეების გარეშე“.
აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დემონსტრაციები აშშ-ის მასშტაბით 2 500-ზე მეტ ლოკაციაზე გაიმართება.
რესპუბლიკელმა გუბერნატორებმა აშშ-ის რამდენიმე შტატში ეროვნული გვარდიის მობილიზების ბრძანება გასცეს.
ამასთან, დემონსტრაციები მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ესპანეთსა და იტალიაში. ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან ათასობით ადამიანია შეკრებილი, დაახლოებით 400-მდე პირი ბერლინში, ხოლო რომში პროტესტს 200-მდე დემონსტრანტი გამოთქვამს.
