,, არა მგონია რამე კონკრეტული აზრი გამოიტანეს ამერიკელებმა ამ კატასტროფული პრეზენტაციიდან” – ზურაბ გურული Megobari აქტის მოსმენაზე

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, სოციალურ ქსელში წერს:
,,როგორც იქნა მივხვდი, რატომ არა აქვს ამერიკის მთავრობას წესიერი წარმოდგენა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ.
კონგრესში, როდესაც რამდენიმე წუთი აქვს ადამიანს სასაუბროდ, მოხსენება უნდა იყოს მაქსიმალურად “დაწურული”, თავისუფალი ყოველგვარი ლირიკისაგან; მხოლოდ ფაქტები და მათზე აგებული თეზისები. შეკითხვებზე მოკლე, გასაგები და პირდაპირი პასუხი.
იმედია, კულუარებში ისაუბრებენ კიდევ რამეს, თორემ არა მგონია რამე კონკრეტული აზრი გამოიტანეს ამერიკელებმა ამ კატასტროფული პრეზენტაციიდან 🤦‍♂️”