კრემლი გაეცნობა ჯო ბაიდენისა და დონალდ ტრამპის მიერ დებატების დროს გაკეთებულ განცხადებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვნახეთ მედიის ინფორმაცია ამ დებატებთან დაკავშირებით, მათ უფრო დეტალურად გავეცნობით, რა თქმა უნდა, ჩვენ გავეცნობით ყველა იმ განცხადებას, რომელიც გაკეთდა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ამასთან, მისი თქმით, მსგავსი ღონისძიება არ განეკუთვნება დღის წესრიგის მთავარი საკითხების კატეგორიას.
„არა მგონია, მოელოდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეეძლო მაღვიძარა დაეყენებინა, დილით გაეღვიძა და შეერთებულ შტატებში დებატებისთვის ეყურებინა“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი სატელევიზიო დებატები გაიმართა.