“არა კვარაცხელიაზე ნადირობას – დე ლაურენტისმა უნდა იმოქმედოს” – კარლო ალვინო

“ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ს წინააღმდეგ მცველების უხეშობაზე ისაუბრა:
“უფრთხილდით ფედერიკო გატის, იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს. ასე უკეთესი იქნება. ამას უფრო მას შემდეგ ვწერ, რაც ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ ვჩივით, თუმცა საამისო მიზეზი გვაქვს.
კვარაცხელია “ნაპოლის” და მთელი სერია A-ს ვარსკვლავია. ეს ბიჭი მეურვეთა სისტემატური სამიზნეა, რომლებიც მომაკვდინებელი ხერხებით მის კოჭ-წვივებზე კონკრეტული მიზნით არიან დაგეშილი და ცდილობენ ტკივილი მიაყენონ, რაზეც
მსაჯები არასოდეს არ რეაგირებენ.
“ნაპოლის” მეტად არ აქვს დუმილის უფლება. აურელიო დე ლაურენტისმა კომპეტენტურ ორგანოებს უნდა მიმართოს. კარგ ფორმაში მყოფი “კვარა” შაბათს იტალიის ყველაზე უხეშ და დაუსჯელ მცველს, ფედერიკოს გატის დაუპირისპირდება. უფრთხილდით მას! არა ხვიჩაზე ნადირობას!”