არახამია: 2024 წელს უკრაინაში არანაირი არჩევნები არ ჩატარდება

ფრაქცია Слуга народа-ს ლიდერი ამბობს, რომ ში 2024 წელს არანაირი არ ჩატარდება.
“შემდეგ წელს, უკრაინაში არანაირი არჩევნები არ ჩატარდება. არც საპრეზიდენტო, არც საპარლამენტო, არც ადგილობრივი”. – ამბობს არახამია ჟურნალისტ ნატალია მოსიიჩუკთან ინტერვიუში.
6 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა მ მიმართვაში თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის.
“უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ახლა არის თავდაცვის, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნისა და ხალხის ბედი და არა არჩევნების დრო, რომელსაც უკრაინისგან მხოლოდ მოელის. მე ვთვლი, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის. და თუ საჭიროა წერტილის დასმა ამა თუ იმ პოლიტიკურ კამათში, ამისთვის არსებობს სტრუქტურები, რომლებიც ამ წერტილებს დასვამენ და საზოგადოების ყველა კითხვას გასცემენ პასუხს”.