არახამიას განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” პოლიტიკა სწორი იყო – გურამ მაჭარაშვილი

დავით არახამიას განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა.
პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ არახამიას ამ განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ხალხის ძალის” პოლიტიკა სწორი იყო:
“ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ “ხალხის ძალის” პოლიტიკა იყო და არის სწორი საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რადგანაც ამ ინტერვიუმ, არესტოვიჩის განცხადებებმა, დაადასტურეს ის, თუ რას გადაურჩა საქართველო და სამწუხაროდ, რას ვერ გადაურჩა . ეს არის ომი, რომლის შემდგომაც უკვე აზრი აღარ აქვს, დააბრალო ვინმეს, რა და როგორ გააკეთა. ამიტომ, ეს განცხადება მნიშვნელოვანია მით უმეტეს საქართველოსთვის, რომელიც უფრო მოწყვლადია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რომ უნდა იყოს პრაგმატული პოლიტიკა,”- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი.
არახამიას განცხადებით, მოლაპარაკებებზე რუსეთი ომის დასრულების სანაცვლოდ, უკრაინისგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებასა და ნატოში შესვლაზე უარის თქმას ითხოვდა. კითხვაზე, რატომ არ დათანხმდა ამ პუნქტს, არახამიამ თქვა, რომ რუსეთის მიმართ ნდობა არ არსებობდა.
არახამიამ ბორის ჯონსონის კიევში ვიზიტიც გაიხსენა და თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რჩევა იყო, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება და ომი უნდა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო – იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის

საქართველო მტკიცედ არის გლობალურ ეკონომიკაში სანდო პარტნიორის როლის განმტკიცების, საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის დამყარების იდეის ერთგული, რათა ხელი შეუწყოს სტაბილურობას, სამეწარმეო შესაძლებლობებსა და გრძელვადიან განვითარებას

ნებისმიერი კონფლიქტის დასრულება დიალოგით ან ძალისმიერად არის შესაძლებელი- გადაცემაში სტუმრობაზე ლადო ბურდულის უარი კიდე უფრო მიმყარებს აზრს, რომ ერთადერთი მხარე, რომელიც დიალოგზე არასდროს აცხადებს თანხმობას, ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ადამიანებისგან შედგება