არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ერთი საუკუნის წინ – მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც

არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ერთი საუკუნის წინ – მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც
არაფრით განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან, ხელოვნურად, ზუსტად ერთი საუკუნის წინ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც.
„რადიკალიზმი, ე.წ პოლარიზაცია, სიძულვილი, არის თავიდან ბოლომდე თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე. ეს არ შეესატყვისება ქართულ კულტურას. ქართული კულტურა არის სრულიად განსხვავებული. სიძულვილი არის არსებითად უცხო ქართული საზოგადოებისთვის.
აქედანაც ჩანს, რომ ეს ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის თავს მოხვევა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ა.შ. ყველაფერი არის გარედან დალაგებული, უცხოური დაფინანსებით. სწორედ ამ ყველაფრის გამჭვირვალობა გვინდოდა ჩვენ, როდესაც მივიღეთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. გირჩევთ კიდევ ერთხელ, არის რობერტ ფიცოს, ს პრემიერ-მინისტრის ცნობილი, ათ-წუთიანი ვიდეო, ეს ვიდეო მან ჩაწერა მას შემდეგ, რაც მასზე განხორციელდა ტერორისტული თავდასხმა.
რასაც ის ყვება სლოვაკეთთან დაკავშირებით, უბრალოდ, შეცვალეთ ერთი სიტყვა, სლოვაკეთის მაგივრად თქვით საქართველო, ზუსტად იგივე ხდება ჩვენს ქვეყანაში. იქაც ზუსტად უცხოეთიდან თავსმოხვეული სიძულვილი, რადიკალიზმი. სიტყვასიტყვით შეგიძლიათ გაიმეოროთ იგივე – რაც ხდება სლოვაკეთში, იგივე ხდება საქართველოში. აქედან ჩანს პირდაპირ ის, რომ ეს ყველაფერი არის ხელოვნურად დალაგებული, ქართულ საზოგადოებაზე თავსმოხვეული. როგორც კი ლიბერალური ფაშიზმის ყველა კერა აღმოიფხვრება, მაშინვე დასრულდება ეს უმძიმესი იდეოლოგია ჩვენს ქვეყანაში.
არაფრით არ განსხვავდება დღევანდელი ლიბერალური ფაშიზმი ბოლშევიზმისგან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს, ასევე გარედან, ხელოვნურად, ზუსტად ერთი საუკუნის წინ. მაშინაც, ბოლშევიზმი იყო სრულიად უცხო ხილი ქართული კულტურისთვის და საზოგადოებისთვის. ქართული საზოგადოებისთვის ორგანული იყო ილია ჭავჭავაძე.
ერის მამა, თუმცა შექმნეს გიგლა ბერბიჭაშვილი, რომელმაც ტყვია ესროლა ილია ჭავჭავაძეს. ესეც იყო გარედან დალაგებული მაშინდელი ქართული საზოგადოებისთვის. გარედან დაგვილაგეს ბოლშევიზმი, სიძულვილი, აგრესია და საერთოდ არაფრით განსხვავდება ლიბერალური ფაშიზმი საუკუნის თავზე იმ ბოლშევიზმისგან, რომელიც გარედან მოგვახვიეს თავს ქართულ საზოგადოებას ერთი საუკუნის წინ.
მაშინაც გარე დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი და დღესაც გარე დაფინანსებით ხდება. ჩვენ ყველა წყარო უნდა ჩავჭრათ ლიბერალური ფაშიზმის დაფინანსების, თუ გავრცელების და ამის შემდეგ ჩვენი საზოგადოება გაჰყვება სწორედ იმ კულტურას, რომელიც მას ახასიათებდა ყოველთვის, საუკუნეების განმავლობაში. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ გარედან საქართველოში გაავრცელოს ასეთი მძიმე იდეოლოგია, რასაც ჰქვია ლიბერალური ფაშიზმი“, – განაცხადა პრემიერმა.