“არაფერი აქვთ სალაპარაკო ყაველაშვილის დიპლომის გარდა. აგერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დოქტორი, იუსტიციის ერთ დოქტორ მინისტრს ცვლის მეორე მინისტრი ასევე დოქტორი”

„ორი დღეა მეტი არაფერი აქვთ სალაპარაკო ყაველაშვილის დიპლომის გარდა. ვითომ ახლა ძალიან შეიმჩნიეს ის, რომ მაგალითად 2 დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თქვენი მონა მორჩილიც აირჩია პარლამენტმა და ფრაქციამ დოქტორები, აგერ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დოქტორი, იუსტიციის ერთ დოქტორ მინისტრს ცვლის მეორე მინისტრი ასევე დოქტორი, ვითომ ამაზე არ გამოუტოვებიათ არც ერთი წინადადება, სულ გადაცემებს აწყობენ და ახლა ყაველაშვილის დიპლომზე, ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური ფორმა“, – თქვა მ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელია.
საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების მიხედვით, მას უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს. ყაველაშვილი პოლიტიკაში 2016 წელს გამოჩნდა, ის ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2022 წლის ივნისში „ოცნება“ დატოვა და სხვა პარლამენტარებთან ერთად „ხალხის ძალა“ ჩამოაყალიბა. ამ პერიოდში მიხეილ ყაველაშვილმა თავი ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებებით დაგვამახსოვრა.