“არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში“ – რაა ამბობა ღარიბაშვილის შესაძლო დაკავებაზე?

იქნება თუ არა შემდეგი, ვისაც დაიჭერენ? ჟურნალისტებთან ამბობს:
,,მე ვერც წარმომიდგენია, რომ რამე დანაშაულში იყოს გახვეული. ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული თვითონაც, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით, ამიტომ ძალიან გამიკვირდება, ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ასეთი ფორმულა, რომ “არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში“, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება გამორიცხო კიდეც.
ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება.