“არაუადრეს 2024 წელს გამოშვებული” – 4,8 მილიონს გომელაურის უწყება 50 მიკროავტობუსში გადაიხდის

ოლიგარქის -ს მომსახურების სააგენტო 50 სამგზავრო მიკროავტობუსის ყიდულობს. ტენდერი 19 მარტს გამოცხადდა. წინადადებების მიღება 17-22 აპრილს განხორციელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4.8 მილიონია. მოწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 220 კალენდარული დღის ვადაში.
ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად გათვალისწინებულია M2 კატეგორიის სამგზავრო მიკროავტობუსის შესყიდვა. ავტომობილები უნდა იყოს ერთიდაიგივე ბრენდისა და მოდელის, ახალი, მარცხენასაჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ავტომანქანების შემსყიდველზე გადაფორმება. ავტომანქანები უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების.
მიკროავტობუსში უნდა იყოს არანაკლებ 17 დასაჯდომი ადგილი + 1 დასაჯდომი მძღოლისთვის. ყველა სავარძელი დამონტაჟებული უნდა იყოს ქარხნული წესით მიკროავტობუსის მწარმოებლის მიერ, მიკროავტობუსების წარმოების პროცესში. საგარანტიო პირობა არის, არანაკლებ 5 წელი ან 150 000 კილომეტრი, რომელიც ადრე შესრულდება სრულ სატრანსპორტო საშუალებაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს